ერთი შეხედვით, ამ ვიეტნამურ ბაგა-ბაღში ყველაფერი რიგზეა: დილით მშობლები შვილებს ახალგაზრდა მასწავლებლებს აბარებენ. კადრებში სუფთად ჩაცმული, დავარცხნილი და მოწესრიგებული პატარები ჩანან.
თუმცა შიგნით ყველაფერი იცვლება. ფარულად გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რა არაადამიანურად ექცევიან აღმზრდელები 1-4 წლის პატარებს.
ეს შოკისმომგვრელი კადრები ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლებმა 2013 წელს გადაიღეს ფარულად, მას შემდეგ, რაც ბაღიდან დაბრუნებულ პატარას სხეულზე სილურჯეები შენიშნეს.
ყელსა და ცხვირზე ხელის მოჭერა, გამეტებით ცემა სახეში და ტანზე, იძულებით კვება - ეს ის "აღმზრდელობითი" მეთოდებია, რომლებსაც ვიეტნამის ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში მასწავლებლები იყენებენ.
უცნობია, რა ბედი ეწიათ მოძალადე პედაგოგებს ან ფუნქციონირებს თუ არა ჯერ კიდევ ბაგა-ბაღი.
იხილეთ ვიდეო