დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალ ზელანდიაში სამკვირიანი ტურნე დაიწყო. პრინც უილიამისთვის, ჰერცოგინია ქეით მიდლტონისა და მათი რვა თვის ვაჟისთვის, პრინც ჯორჯისთვის ეს პირველი ერთობლივი უცხოური ტურნეა.
სამეფო ოჯახის წევრებს ახალი ზელანდიის მკვიდრნი - მაორის მებრძოლები შეხვდნენ. მათ ტრადიცია არ დაარღვიეს და წყვილს ცხვირით შეეხნენ. ამ ტრადიციულ მისალმებას Māori ჰქვია. ფოტოგრაფებს არ გამოჰპარვიათ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ქეითი, როდესაც მის წინ ნახევრად შიშველი და უკანალმოსვირინგებული მაორის მებრძოლი ტრადიციულ სამოსში წარსდგა.
იხილეთ ფოტოგალერეა