"ჩემი ცოლის დაქალების" ნინას პატარა ნენე გაუჩნდა. მსახიობმა 15 აპრილს, ღამის პირველის ნახევარზე იმშობიარა.
როგორც ანი ტყებუჩავას ჰქონდა დაგეგმილი, ბავშვი ფიზიოლოგიურად უნდა გაეჩინა, თუმცა მსახიობს საკეისრო კვეთა დასჭირდა.
პატარა ნენე 3 კილო და 850 გრამი გაჩნდა. მშობლებმა პატარას სახელი იქვე შეურჩიეს. დედობამ ანი შეცვალა და უფრო გულჩვილი გახადა.
ანი ტყებუჩავა: ისეთ ემოციებში ვარ, რომ ვერ ვლაპარაკობ. ისედაც გულჩვილი ვიყავი და ახლა ხომ საერთოდ. მე და ჩემი ქმარი ბავშვს ერთმანეთს ვამსგავსებთ".