უკრაინაში Voice-ის შესარჩევი ტურები დასრულდა და კონკურსანტებმა რინგზე გადაინაცვლეს.
მწვრთნელმა ანი ლორაკმა ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე გალინა კონახს დაუპირისპირა და დუეტს სიმღერა Georgia on my mind შეურჩია. კონკურსანტებმა დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვეს და სიმღერა განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულეს.
მეგი გოგიტიძე, რომელიც 6 თვის ორსულია, რინგის გამარჯვებული გახდა. დამსახურებული გამარჯვება ქართველ კონკურსანტს Voice-ის ოთხივე მწვრთნელმა მიულოცა. გალინა კონკურსს გამოეთიშა.
იხილეთ ვიდეო