ქართველი ქალების (და არამარტო მათი) გულთამპყრობელი, სავაშ ბალდარის როლის შემსრულებელი მურატ ილდირიმი თბილისში ჩამოდის.
დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდი 29 აპრილს, ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, საღამოს მართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები.
საქველმოქმედო საღამოს საპატიო სტუმარი კი უამრავი ქართველის საყვარელი თურქი მსახიობი, მურატ ილდირიმი იქნება.