44 წლის მსახიობი უმა თურმანი პარიზში Miu Miu-ს მოდების ჩვენებას დაესწრო.
მას კომპანიონობას მისი 15 წლის ქალიშვილი მაია უწევდა, რომელიც მეორე ქორწინებიდან, ითენ ჰოუკისგან ჰყავს.
უმა თურმანი ყოველთვის ცდილობდა, დაემალა ცნობისმოყვარე პუბლიკისგან თავისი შვილები. ამიტომ ბევრისთვის მაიას გამოჩენა ნამდვილი სიურპრიზი იყო.
დედა-შვილს ერთ სტილში ეცვა: შავი, დაჭრილი ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე და შავი, ქალური ფრიალა კაბები. იმისთვის, რომ გარეგნული მსგავსებისთვის ხაზი გაესვათ, ორივემ ერთნაირი ვარცხნილობა გაიკეთა.
მაიამ აშკარად მიიღო მემკვიდრეობით დედისგან ელეგანტურობა და სხეულის აგებულება. გასაკვირი არ იქნება, თუ მასაც ელის შესაშური კარიერა შოუბიზნესში. მთავარი ის არის, მოინდომებს თუ არა ის, გაჰყვეს თავისი მსახიობი მშობლების კვალს?