სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა მსოფლიო ჩემპიონს, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს 24 წყვილი 24-კარატიანი ოქროს ყურსასმენი გადასცა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებს არამხოლოდ ოქროს თასი ერგოთ ჯილდოდ. ცნობილმა მარკამ Beats by Dr.Dre-მ სპეციალურად მსოფლიოს ჩემპიონებისთვის დაამზადა 24 წყვილი 24-კარატიანი ოქროს ყურსასმენი და ამ პროექტთან დაკავშირებით კლიპიც გადაიღო, რომელშიც სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მონაწილეობს.
"პროექტზე მუშაობა ძალიან სახალისო იყო, კლიპის გადაღება ხმაურიანი და ენერგიული აღმოჩნდა. საფეხბურთო ოსტატობაშიც მომიწია პრაქტიკის გავლა! პირველად მომიწია მუშაობა ლეგენდარულ რანკინთან, ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. პროექტი – Golden – იდეალური საშუალება იყო, მიგველოცა გერმანიისთვის ეს უდიდესი გამარჯვება. ბედნიერი ვარ, რომ ამ კამპანიაში წვლილი მეც შევიტანე", - განაცხადა მოდელმა.
უნდა აღინიშნოს, რომ Beats by Dr.Dre-ს თითოეული ოქროს ყურსასმენის ფასი დაახლოებით 460 დოლარია.