ქალების საყვარელი ჟურნალი "და ქალი", რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გამოდის და პერიოდულად თავის მკითხველს სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობს, აგვისტოს ნომერთან ერთად, ლამაზ და პრაქტიკულ საჩუქარს გვპირდება.
ამჯერად, ჟურნალის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად ჩანთის ძალიან ლამაზ და ორიგინალურ საკიდს მიიღებთ. სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალა თვლებით გაწყობილი ჩანთის საკიდი, რომელსაც მეტალის კონსტრუქცია აქვს, მაგიდაზე მაგრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, სამსახურში, სალონში ან თუნდაც კაფეში ხელჩანთა ხელმისაწვდომ ადგილას გქონდეთ.
ჩანთის ასეთი მდებარეობა ძალიან კომფორტულია და ხელს არ შეგიშლით. ვერ დაკარგავთ მას და აღარ მოგიწევთ ჩანთის ძირს დადება ან საიმედო ადგილის ძებნა მის შესანახად. ასე რომ, საკიდი ამ პრობლემებს ადვილად მოგიგვარებთ. ამას გარდა, ის 2014 წლის მოდური MUST HAVE -ია და ძალიან ბევრ უცხოურ საიტზე იყიდება.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალი "და ქალი" ახლა უკვე განახლებული ფორმატით და გაზრდილი მოცულობით გამოდის. აგვისტოს ნომერში საინტერესო და მრავალფეროვანი სტატიები გელით.
... და რაც მთავარია, ისეთივე ფერადი საჩუქარი, როგორიც თავად ჟურნალი "და ქალია". შეუთავსეთ სასიამოვნო - სასარგებლოს და აუცილებლად შეიძინეთ აგვისტოს ნომერი.
"და ქალი" ძალიან მოსახერხებელია ზომითაც. ის კითხვისთვის ძალიან კომფორტულია და ადვილად დაიმკვიდრებს ადგილს ნებისმიერ ჩანთაში.