რა მეთოდს აღარ მივმართავთ ქალები იმისათვის, რომ სხეულზე თმის ნასახი, პატარა ბუსუსიც არ დავიტოვოთ. სილამაზისა და პრიალა კანისთვის ბევრ მტკივნეულ პროცედურასაც ვიტანთ.
იხილეთ ფოტოგალერეა
ალბათ, ამ ყველაფრის მიმართ პროტესტის გამოხატვის მიზნით შეიქმნა ფემინისტი ქალების ერთგვარი ორგანიზაცია, სახელწოდებით "თმიან ქალთა კლუბი".
კლუბში შემავალი ქალები თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა და იმის გამო, რომ მამაკაცებს სურთ, ისინი უნაკლოდ გამოიყურებოდნენ, მათ ბუნებრიობას ყველანაირად ზღუდავენ. ერთი სიტყვით, ქალები აჯანყდნენ და გაერთიანდნენ კლუბში, სახელწოდებით Hairy legs club ("თმიანი ფეხების კლუბი"). ინტერნეტ-საზოგადოებაში შემავალმა არც ისე ცოტა ქალმა პროტესტის ნიშნად თუ მამაკაცების ჯიბრზე თავისი გაუპარსავი ფეხების ფოტოები გადაიღო და სპეციალურად შექმნილ საიტზე განათავსა.
ინტერნეტ-საზოგადოება ქალებს მოუწოდებს, გადაყარონ საპარსები, ეპილატორები და თმის სხვა მოსაშორებელი საშუალებები და შეუერთდნენ მათ კლუბს.
გაუპარსავ ახალწვეულებს ბლოგის შემქმნელი, სახელად სარა მიმართავს პოსტით: "ეს ბლოგი ეძღვნება ქალებს ძალიან გაუპარსავი ფეხებით. დაე, გახდნენ ჩვენი ფეხები ჩემპიონები!"
ქალთა ამ უცნაურ გაერთიანებაში უამრავი ფეხებგაუპარსავი ქალის ფოტოა, რომელთაც ასევე უამრავი კომენტარი ახლავს.
კლუბის ერთ-ერთი წევრი წერს: "ისე მიხარია, რომ აღარ მრცხვენია სხეულზე ჩემი ბუნებრივი თმის!"
მეორე კი ამბობს: "როცა ფეხების გაპარსვას თავი დავანებე, დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ არ შემრცხვენოდა ამის, მაგრამ როცა კლუბში გავწევრიანდი და ვნახე სხვა ქალების ფეხებგაუპარსავი ფოტოები, მივეჩვიე ჩემს გარეგნობას".
"დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ, რადგან მე მომწონს, როგორც გამოიყურება ახლა ჩემი ფეხები. ახლა ზუსტად ვიცი, არავისი არაფერი მმართებს და რასაც მინდა და როცა მინდა, იმას გავუკეთებ საკუთარ სხეულს. გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნოა ინტერნეტ-საზოგადოებისგან მხარდაჭერა იმის ფონზე, რომ დანარჩენი საზოგადოება ამას არ ეთანხმება".
"მე ბანჯგვლიანი ფეხები მაქვს და გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრად ქალურად ვგრძნობ თავს, ვიდრე ოდესმე მიგრძვნია", - წერს კიდევ ერთი ბლოგერი.
დაგვეთანხმებით, ბევრ ფოტოზე რთულია განასხვავო ქალის ფეხები კაცისგან.