"ახალი ტალღა–2014"-ის კონკურსი დაიწყო და მუსიკის მოყვარულების ყურადღება იურმალასკენ არის მიმართული.
მედიაგამოცემები მცირე დეტალსაც არ ტოვებენ გაუშუქებელს. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, კონკურსზე ჩასული ვარსკვლავების მიმართ არის მიპყრობილი.
ერთ-ერთ უკრაინულ საიტს არ გამორჩენია "A-სტუდიოს" სოლისტის, ქეთა თოფურიას რეპეტიციაზე ლუდის ბოთლით მისვლა და გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "A-სტუდიოს" სოლისტი რეპეტიციაზე ალკოჰოლით მივიდა.
როგორც ჩანს, ლატვიის ამ ქალაქში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მიღება არ იკრძალება. ამის დასტური გუშინდელ კონცერტზე სტუმრების შამპანურით გამასპინძლებაც იყო. ამიტომაც, ცოტა უცნაურია, რომ უკრაინულმა მედიამ ქეთა თოფურიას ერთ ბოთლ სასმელზე გაამახვილა ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ "ახალი ტალღის" კონკურსის პირველი ორი ტური უკვე გაიმართა და ამ ეტაპზე ჩვენი კონკურსანტი, ნუცა ბუზალაძე ლიდერობს.
იხილეთ ფოტოგალერეა