ვანიკო თარხნიშვილი ბიჭის მამა გახდა - Marao

ვანიკო თარხნიშვილი ბიჭის მამა გახდა

2014-07-28 23:29:20+04:00

სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ მსახიობი და ტელეწამყვანი ვანიკო თარხნიშვილი ვაჟის მამა გახდა.

ვანიკოს ცოლი, სოფო გელავა პროფესიით კინომცოდნეა. წყვილი რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობს, თუმცა მშობლები პირველად გახდნენ.

ცნობილია, რომ ვანიკოს მეუღლემ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ვულოცავთ ვანიკოს და სოფოს ვაჟის დაბადებას და ბედნიერებას ვუსურვებთ.