უამრავი ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალება გვთავაზობს ცელულიტთან ბრძოლას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაძლევთ 100-პროცენტიან გარანტიას. ამიტომ, ისევ გამოცდილი მეთოდით უნდა ებრძოლოთ მას, თანაც უფასოდ...
პირველი ნაბიჯი
სვით წყალი. დღეში არანაკლებ ლიტრა-ნახევარი დღეში.
მეორე ნაბიჯი
უარი უთხარით ალკოჰოლსა და სიგარეტს. დიახ, არ მოგეჩვენათ, მწეველ ქალებს უფრო ხშირად უჩნდებათ ცელულიტი (და საერთოდ,
პრობლემები კანზე), ვიდრე არამწეველებს. ანალოგიურად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე ალკოჰოლიც.
მესამე ნაბიჯი
დაიცავით ძილის რეჟიმი, - დღეში არანაკლებ 6 საათი უნდა გეძინოთ. 7 საათიც შეიძლება, მაგრამ არც ერთი საათით ნაკლები, თორემ ცელულიტის გარდა სხვა პრობლემებიც შეგაწუხებთ.
მეოთხე ნაბიჯი
ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული. არც ეგზოტიკური გეკრძალებათ, მაგრამ უპირატესობა მაინც ადგილობრივს უნდა მიანიჭოთ.
მეხუთე ნაბიჯი
მარილი - ქალური სილამაზის მტერი და ცელულიტის მეგობარია.
მეექვსე ნაბიჯი
უარი უთხარით ცხიმიან საკვებს. ცხიმი სისხლძარღვების კედლებზე ილექება და ხელს უწყობს ცელულიტის წარმოქმნას.
მეშვიდე ნაბიჯი
უნდა დაივიწყოთ: ჩიზბურგერი, ჰამბურგერი, `მაკდონალდსი~ და ყველა სწრაფი კვების ობიექტი.
მერვე ნაბიჯი
ახლა კი მსხვერპლის გაღება მოგიწევთ, რადგან ცელულიტის ერთ-ერთი მოკავშირე ტკბილეულია. ამიტომ, მინიმუმამდე დაიყვანეთ მისი რაოდენობა.
მეცხრე ნაბიჯი
თუ ყავის მოყვარული ხართ, იგი დღეში ერთ ჭიქამდე უნდა შეამციროთ, რადგან ტკბილეულთან ერთად ყავაც ცელულიტის მოკავშირეა. დაუთმეთ მეორე, მესამე ფინჭანი ყავა მათ, ვისაც ცელულიტის `ტარება~ უხარია.
მეათე ნაბიჯი
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ივარჯიშეთ, დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით, შეასრულეთ სასიამოვნო სამუშაო, რაც განწყობაზეც აისახება და... ფიგურაზეც.