დაფიქრებულხართ, რომელი პროდუქტების ჭამისგან უნდა შეიკაოთ თავი ზაფხულში? გთავაზობთ საშიში პროდუქტების ჩამონათვალს, რათა ზაფხულში დასვენებისა და გართობის დროს მოწამვლის ან ნაწლავური ინფექციისგან დაიცვათ თავი.
ხორცი
გასტროენტეროლოგები გვირჩევენ, ზაფხულში შევამციროთ ხორცის მიღება, განსაკუთრებით ცხიმიანი ხორცის. რადგან 30-გრადუსიან სიცხეში ახალმომზადებული კერძიც კი ნახევარ საათში შეიძლება გაფუჭდეს.
თევზი
ის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდება, თევზი ზაფხულის მენიუდან საერთოდ უნდა ამოიღოს. თევზში, ისევე როგორც ხორცში მიკრობები მომენტალურად მრავლდება. მაქსიმალური სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ ცოცხალი, შემწვარი ან შებოლილი თევზი. უსიამოვნო სუნი, ამღვრეული თვალები და მუქი ფერის ლაყუჩები _ ეს გაფუჭებული თევზის ნიშანია.
რძის პროდუქტები
იმ რძის პროდუქტებს, რომლებიც ბაზარში იყიდება, დიეტოლოგები მინი-ბომბებს ეძახიან. რადგან დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და მზის გულზე გასაყიდად გამოტანილი ნადუღი ან მაწონი ბაქტერიების გამრავლებისთვის საუკეთესო ადგილია. ამიტომ, რძის პროდუქტები უმჯობესია სუპერმარკეტებში შეიძინოთ.
კვერცხი
სასარგებლო და გემრიელი კვერცხი შეიძლება ძლიერი მოწამვლის მიზეზი გახდეს. ამიტომ, ერბოკვერცხსა და თოხლოს ნაცვლად მაგრად მოხარშული უნდა მიირთვათ, მომზადებამდე კი კვერცხი ფრთხილად, მაგრამ კარგად გარეცხეთ. თუ გატეხვისას უსიამოვნო სუნი იგრძენით, ცილა ამღვრეულია ან გულია დაზიანებული, უმჯობესია საჭმელად არ გამოიყენოთ.
ფასტ ფუდი
მისი ჭამა წელიწადის ნებისმიერ დროსაა საზიანო, მაგრამ განსაკუთრებით ზაფხულში. ქოლესტერინის მომატების გარდა, მათ შეიძლება მოწამვლა გამოიწვიონ, რადგან მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნებიან.
კრემიანი ნამცხვრები
თუ ისინი თქვენ თვალწინ გამოაცხვეს და კრემი წაუსვეს, შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ, მაგრამ მათი ჭამა, თანაც, თუ მაცივარში არ ინახება, მომზადებიდან 2 საათის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.
გაზიანი სასმელები
თუ წყურვილმა შეგაწუხათ, უგაზო, მინერალური წყალი დალიეთ. ტკბილ, გაზირებული წყალი წყურვილს არ მოგიკლავთ, თანაც კალორიულია. გაზს კი ნაწლავებში დისკომფორტის გამოწვევა შეუძლია.