სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ იმ წამლების სია გამოაქვეყნა, რომელებიც პირველი სექტემბრიდან რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება.
როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან ძალაში შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა.
უფრო კონკრეტულად კი, მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება ექნებათ ისეთი პოპულარული მედიკამენტების შეძენისას, როგორიცაა ნიმესილი, კეტონალი, გლუკოზა, დიმედროლი, პარაცეტამოლი, სუპრასტინი, ანალგინი, სტრეპტომიცინი, ვიაგრასანი, ვიტამინი E, დრამინა, ერითრომიცინი, ესენციალე N, ამოქსიკლავი და სხვა, სულ 6 209 დასახელების მედიკამენტი მეორე ჯგუფიდან.
სრულად იხილეთ: mshoblebi.ge