Ice Bucket Challenge საქველმოქმედო მოძრაობაა, რომელშიც ბოლო თვეებია ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთნენ.
წესების მიხედვით, მონაწილემ ერთი ვედრო ყინულებიანი წყალი თავზე უნდა გადაისხას, მანამდე კი ასახელებს იმ ადამიანს, ვინც იგი გამოიწვია და ასახელებს მათაც, ვისაც ის იწვევს. წყლის გადასხმა უნდა გადაიღოს და სოციალური ქსელით გაავრცელოს. გამოწვევის შესასრულებლად მას 24 საათი აქვს.
წესების მიხედვით, თუ მონაწილე უარს იტყვის ცივი წყლის გადასხმაზე, მან თანხა უნდა გადარიცხოს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში - ALS Association-ში, რომელიც ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეს ასევე შეუძლია, გადაისხას წყალი და გადარიცხოს ფულიც.
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე წყლის გადასხმაზე უარს არ იტყვის, მას შეუძლია მხოლოდ 10 დოლარი გადარიცხოს, ხოლო თუ წყალს არ გადაისხამს, 100 დოლარის გადარიცხვა ევალება.
აქციაში ჩაერთნენ პრეზიდენტები, მსახიობები და უბრალოდ, გაგრილების მსურველი ადამიანები. საქართველო, რა თქმა უნდა, სიხარულით შეუერთდა საქველმოქმედო აქციას. ერთ-ერთი პირველი იყო მომღერალი ნინი ბადურაშვილი. ნინიმ ცივი წყალი გადაისხა და სოფო ნიჟარაძე, ბიჭოლა თეთრაძე, ქრისტინე იმედაძე და თეონა კონტრიძე გამოიწვია.
იხილეთ სრულად: reitingi.ge