მოდური კონკურსი "სელფ-კასტინგი" ერთი თვის წინ დაიწყო.
კონკურსს ინტერნეტპორტალი marao.ge, ჟურნალი "ბომონდი" და თამუნა ინგოროყვა წარმოადგენენ.
გამოგზავნილი სელფები ერთი თვის განმავლობაში განთავსებული იყო საიტზე და მომხმარებელს საუკეთესო სელფის ავტორის გამოვლენის შანსი ჰქონდა.
ხმის მიცემა 1-ელ სექტემბერს, 23.00 საათზე შეწყდა! ხალხის რჩეული სელფის ავტორი ნინო მანოშვილი გახდა, რომელსაც marao.ge სპეციალურ პრიზს გადასცემს.
რამდენიმე დღეში ჟურნალი "ბომონდი" და თამუნა ინგოროყვა კიდევ ერთ კასტინგს ჩაატარებენ გოგონებს შორის, როდესაც გაირკვევა, ვინ გახდება დიზაინერ თამუნა ინგოროყვას ახალი კოლექციის სახე და ვინ იქნება ის გოგონა, რომლის ფოტოსესიაც ჟურნალ "ბომონდში" დაიბეჭდება.
კონკურსის დასკვნითი ივენთი კი ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება, სადაც მოწვეული იქნება ყველა მონაწილე, გამარჯვებულებს კი სოლიდური პრიზები გადაეცემათ.
იხილეთ კონკურსანტების ფოტოები