ქეთა თოფურია 9 სექტემბერს 28 წლის გახდა. დაბადების დღე მომღერალმა მოსკოვის ელიტურ რესტორანში, "მარიოში" აღნიშნა.
ფეშენებელურ დაწესებულებაში დღესასწაულისთვის A'Studio-ს სოლისტმა ცალკე დარბაზი დაიქირავა, სადაც იუბილარის უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ.
ქართველი მომღერლის დაბადების დღე მოკლე წრეში აღინიშნა - წვეულებას არც მისი ჯგუფის წევრები და არც შოუბიზნესის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
დაბადების დღის სტუმრებს შორის იყვნენ მომღერალი თეონა კონტრიძე, დიზაინერი ალექსანდრ არუთინოვი, მხატვარი ელენე მეტრეველი, ბიზნესლედი თამუნა წიკლაური და სხვები.
სტუმრებმა საჩუქრები არა მარტო იუბილარს, არამედ მის 40 წლის მეუღლეს - ლევ გეიხმანსაც მიუტანეს. ზუსტად 1 წლის წინ, ამ დღეს, წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.
იხილეთ ვიდეო