ჩვენ 100% დარწმუნებულები ვართ, რომ ცუდი არაფერი მოგვივა. შეიძლება ავტოავარიის მომსწრეები გავხდეთ, მაგრამ არასდროს მოვყვებით მასში თავად. არასდროს დავიკარგებით ტყეში და არასდროს დაგვემართება გულის შეტევა.
თუმცა, რეალობა სრულიად განსხვავებულია ჩვენი მოსაზრებებისგან ამიტომაც, აბსოლუტურად ყველანაირი სიტუაციისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუნდაც სხვების დასახმარებლად.
როგორ ვუშველოთ ბრბოში მოხვედრილ ადამიანს
რაც უფრო მეტი ადამიანია დაზარალებულის გარშემო, მით ნაკლებია მშველელი, რადგან ყველას სხვისი იმედი აქვს. არ დაკარგოთ დრო, გამოარჩიეთ ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ დაზარალებულის გადაყვანაში, ჭრილობის შეხვევაში. ახლა სხვა ადამოანს მიმართეთ, `სასწრაფოს~ გამოძახება სთხოვეთ. თქვენი მიზანია, ადამიანებს პასუხისმგებლობა აგრძნობინოთ. მათი მიზანი მხოლოდ გაჭირვებულის ყურება კი არა, მისი დახმარება უნდა გახდეს.
თუ ტაქსისტი საეჭვოდ გამოიყურება
ტაქსიში ჩაჯდომამადე დაიმახსოვრეთ მანქანის ნომერი. თუ ხვდებით, რომ მძღოლი საეჭვოდ იქცევა, დაურეკეთ ნებისმიერ ახლობელს (შეგიძლიათ არც დაურეკოთ. უბრალოდ. გაითამაშეთ, ვითომ რეკავთ და ესაუბრებით), მოუყვით, რომ ტაქსიში ზიხართ და არც ნომრისა და მანქანის ფერის თქმა დაგავიწყდეთ. თუ მძღოლს რამე ჰქონდა ჩაფიქრებული, მის შესრულებას ვერც გაბედავს.
თუ თოვლის ქვეშ აღმოჩნდით
ასეთი რამ ქალაქში არ მოხდება. თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით, ე.ი. ალპინისტი ხართ და იცით, ექსტრემალურ სიტუაციაში როგორც უნდა მოიქცეთ. მაგრამ მაინც... თუ თოვლის ზვავში მოხვდით და არ იცით, რომელ მხარეს დაიწყოთ თოვლის გასუფთავება, პირის წინ პატარა ღრმული გააკეთეთე და დააფურთხეთ. მიზიდულობის კანონის თანახმად, ნერწყვი მიწისკენ დაეშვება თქვენ კი საპირისპირო მხარეს, ზევით უნდა გათხაროთ.
თუ ტყეში დაიკარგეთ
შემოუარეთ ხეებს ერთი მიმართულებით, - თუ მემარჯვენე ხართ, მარჯვნივ, ხოლო თუ ცაცია - მარცხნივ. ასე წრეზე სიარულს აიცილებთ თავიდან.
თუ თქვენმა მეგობარმა დალია, მაგრამ ამბობს, რომ ფხიზელია და საჭესთან ჯდება
სახეში გაარტყით, რომ აზრზე მოვიდეს.
გულის შეტევა
თუ გულის არეში მკვეთრ ტკივილს გრძნობთ, `სასწრაფოს~ მოსვლამდე და აბების მიღებამდე რაც შეგიძლიათ ღრმად ისუნთქეთ. ამით გულიდან სისხლს გადმოქაჩავთ.
თუ მანქანით წყალში ჩავარდით
უმჯობესია, ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, მაგრამ... ნუ გააღებთ კარს, მანქანაში წყალი მთელი ძალით შემოვარდება და პანიკა შეგიპყრობთ თქვენც და მგზავრებსაც. შეეგუეთ იმ აზრს, რომ მანქანაც და მასში არსებული ნივთებიც გაგაიფუჭდათ. ფრთხილად შეაღეთ კარი, როცა სალონი წყლით ავსებას დაიწყებს, მშვიდად გამოცურეთ მანქანიდან.