კომპანია "მეტრა დეველოპმენტმა" ახალ საცხოვრებელ კომპლექსში, "მეტრა პარკში" ბინების გაყიდვა დაიწყო.
ბაგებში, თბილისი-წყნეთის გზატკეცილის დასაწყისში ბინების შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ. "მეტრა პარკზე" ბინების გეგმარება საკმაოდ მრავალფეროვანია.
რაც შეეხება ჩაბარების პირობებს, საწყისი კონდიცია მეტრა სტანდარტია, რაც გულისხმობს სრულფასოვან თეთრ კარკასს (მოჭიმული იატაკი; გათბობის მილები; გალესილი კედლები; ელექტროობა; ვენტილაცია, ბუნებრივი აირი; მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯარა; მეტლახით მოპირკეთებული აივნები; ბინაში შესასვლელი OPENGALLERY-ს, მაღალხარისხიანი კარი MUL-T-LOCK-ის საკეტით; კანალიზაციის და წყლის დგარები; კარის მოპასუხე; გენერატორი; გათბობის ქვაბის კარადა) დამატებული რიგი სხვა პირობები: გათბობის სისტემა რადიატორების მონტაჟით; კონდიციონერი; სახანძრო და დაცვის სიგნალიზაცია - ერთწლიანი ვაუჩერი საჩუქრად; უძრავი ქონების დაზღვევა - ერთწლიანი პოლისი საჩუქრად.
"მეტრა პარკში" მომხმარებელს კიდევ არაერთ უპირატესობას სთავაზობენ, რომელიც მშენებლობის პროცესშივეა გათვალისწინებული. ეს არის მაღალხარისხიანი, ევროპული წარმოების სამშენებლო მასალა: გერმანული წარმოების კარ-ფანჯარა; იტალიური წარმოების წყლის მილები; ნატურალური, თერმულად დამუშავებული ტრავერტინის და გრანიტის მოსაპირკეთებელი ქვა; ევროპული წარმოების, მაღალი ხარისხის ლიფტები;
ფასადი - მოპირკეთებული კომპოზიტური პანელებით და მაღალხარისხიანი ფაქტურის ღებვით; კოლექტორული ტიპის, მეტალოპლასტმასის უწყვეტი მილებით დამონტაჟებული გათბობის სისტემა; მოჭიმული იატაკი (ფორმაფონის ხმის იზოლაციის მემბრანა, რაც უზრუნველყოფს ხმის დახშობას); ენერგოეფექტური წყლის ტუმბოები.
აღსანიშნავია "მეტრა პარკის" უნიკალური მდებარეობაც - სიმწვანეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება დღეს უკვე ქალაქის ცენტრალურ უბანშიც შესაძლებელი და ხელმისაწვდომია. სიახლოვეს უკვე განვითარებულია სოციალური ინფრასტრუქტურის ყველა საჭირო ობიექტი, ასევე, სავაჭრო პუნქტები. იქვეა თბილისის გამორჩეული სარეკრეაციო და გასართობი ზონები, კუს ტბა, ვაკის პარკი, ასევე, სპორტული ცენტრები.
"მეტრა პარკის" არსებობა ნიშნავს იმას, რომ დღეს უკვე შესაძლებელია იცხოვრო ეკოლოგიურად დაცულ პირობებში ქალაქის ცენტრიდან გაუსვლელად. მომხმარებელი პრესტიჟული და ხარისხიანი საცხოვრებლის შეძენისას ძირითადად ორი არჩევანის წინაშეა - ცენტრალური უბანი თუ ბუნებასთან სიახლოვე. "მეტრა პარკის" შემთხვევაში ეს არჩევანი უბრალოდ აღარ დგას დღის წესრიგში", - ამბობს "მეტრა დეველოპმენტის" მარკეტინგის დირექტორი მარიამ ზალდასტანიშვილი.
"მეტრა პარკი" მართლაც არის პროექტი, რომელიც კომფორტული საცხოვრებლისათვის ყველა საჭირო პირობას მოიცავს: ადგილმდებარეობა, ეკოლოგიური გარემო, მშენებლობის ხარისხი და მრავალფეროვანი სერვისები.
"მეტრა პარკი" 5.5 ჰექტარი მიწის ნაკვეთს მოიცავს. ტერიტორია გამწვანებულია ძირითადად წიწვოვანი ჯიშის ხეებით. პროექტში გათვალისწინებულია მწვანე სკვერები და საბავშვო მოედნები.
"მეტრა პარკის" დასახლება სულ 20 საცხოვრებელი სახლისაგან შედგება. სართულიანობა კი, ძირითადად, ორიდან ექვსამდე იქნება.
რაც შეეხება ბინებს, მათი ფართობი 60-დან 200 კვ.მ-მდეა. მიმდინარე ეტაპზე 17 სახლის კარკასი უკვე ამოყვანილია და პირველ 8 სახლზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ამ სახლებში ბინები მომავალ მცხოვრებლებს 2015 წლის გაზაფხულზე ჩაბარდებათ.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ ვებგვერდზე www.metra.ge, ასევე, www.facebook.com/metra-development-ზე ან ტელეფონით, ნომერზე 2 23 75 75.
ნათია ლეშკაშელი
R