გორში, კომბინატის დასახლებაში 21 წლის ნინო ბაბუციძემ თავი ჩამოიხრჩო.
სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოზე ამ შინაარსის სიტყვები დატოვა: - ,,მე მოვკვდები იმაზე ლამაზად, ვიდრე თქვენ ცხოვრობთ"... ახლობლების თქმით, ჩამომხრჩვალი გოგონა მამამ იპოვა.
"ნინო სიცოცხლით სავსე გოგო იყო, სულ ცეკვავდა, მღეროდა... წლებია ვიცნობ, ბავშვობიდან. გაოგნებული ვარ... გორში, სუხიშვილების სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა. ძალიან კარგად ცეკვავდა..." - ასე იხსენებს გოგონას თავისი მეგობარი.
- ამ ტრაგიკულ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. კარგ ხასიათზე იყო, მხიარული, მოღიმარი. თავის გეგმებსა და დასვენებაზე მელაპარაკა. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა, სხარტი და ცოცხალი. საერთოდ, გარშემო სიხარულსა და სითბოს აფრქვევდა.
ძალიან ლამაზი იყო და ღიმილი ძალიან უხდებოდა. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და რომ მოდიოდა, ეზოდან იწყებდა სიცილს. რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავით, მაშინვე გაგვახალისებდა... შოკში ვართ ყველანი... ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, რომ ეს გაეკეთებინა, რადგან სიცოცხლეზე უსაზღვროდ შეყვარებული იყო...
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge