ეს კრემი განკუთვნილია მათთვის, ვინც პატივისცემით ეპყრობა საკუთარ თავს და სახის კანს.
კრემის პოპულარობა იმ ფაქტმაც განსაზღვრა, რომ ძალიან ცოტა ხანში იგი ყველაზე დანაოჭებულ სახესაც კი ატკიცინებს.
გახსოვდეთ, სახის კანმა კრემი კარგად რომ შეიწოვოს, 2 საათი სჭირდება. ზუსტად ამიტომ ძილის წინ ნუ წაისვამთ, დაწოლამდე 2 საათით ადრე წაისვით. პირველი ეფექტი უკვე მესამე დღიდან გახდება შესამჩნევი. მარტივი რეცეპტია და სცადეთ, სასარგებლოს მეტს თქვენს კანს არაფერს მოუტანს, არ ავნებს.
დაგჭირდებათ:
ქათმის კვერცხის გულის ნახევარი, 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ ზეითუნით ჩაანაცვლოთ), 1 ჩ/კ ზღვის მარილი, 2 ჩ/კ გვირილის ნაყენი (ნაყენი შემდეგნაირად მოამზადეთ: 1 სადილის კოვზ გამხმარ გვირილას დაასხით 200 მლ წყალი და 15-20 წუთით ადუღეთ), 05, ჩ/კ თაფლი, 2 ჩ/კ კოსმეტიკური ვაზელინი (აფთიაქებში იყიდება).
ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
მსუბუქი, მასაჟისებური მოძრაობებით შეიზილეთ ნიღაბი სახის კანზე. გაიჩერეთ 30 წუთი, ჩამოიბანეთ მინერალურ (უგაზო) წყალში დასველებული ტამპონით.
დარჩენილი მასა შეინახეთ მაცივარში.