სახალხო პროექტი "ნიჭიერის" ახალი სეზონი "რუსთავი 2"-ზე გუშინ დაიწყო. პროექტის მონაწილეები, წამყვანები, ჟიურის წევრები და სხვა ცნობილი სახეები პირველი გადაცემის სანახავად "უნიქში" ერთად შეიკრიბნენ.
ჟიურის წევრების წინასწარი პროგნოზი ახდა, მაყურებელს განსაკუთრებით რუსთაველი ქალბატონი ამალია ჯიბლაძე მოეწონა, რომელიც შოუს სანახავად თბილისში ვერ ჩამოვიდა.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პარამოცეკვავის, თემურ არაბიძის ნომერმა. მის ცეკვას ბევრმა ცრემლების გარეშე ვერ უყურა.
თემურ არაბიძე 5 წლის წინ მოხვდა ავარიაში და მას შემდეგ ეტლში ზის. "ნიჭიერის" მეშვეობით სურს დაამტკიცოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ეს მოახერხა კიდეც.
- ცეკვას ძველი ეტლით ვსწავლობდი, პროექტში გასვლამდე ერთი კვირით ჩამომიტანეს ახალი, უფრო მსუბუქი ეტლი. რთულია ერთ კვირაში დაამუშავო ახალი მასალა, მძიმე ეტლიდან მსუბუქში გადაჯდომა.
მე და ჩემს მეწყვილეს, ქეთი ზაზანაშვილს გვინდა დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მინდა გავყვე ამ ცეკვას და ჩემი ცხოვრების სტილი იყოს. ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილი არ ვარ ჩემი გამოსვლით. რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტის გაკეთება გინდა.
იხილეთ სტატია სრულად