ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ ნიკა გვარამიას განცხადება "ნიჭიერის" კონკურსანტის, ამალია ჯიბლაძის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე და მასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.
"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა და "ნიჭიერის" ჟიურის წევრმა განაცხადა, რომ მომავალში ვერანაირი სახით ვეღარ ითანამშრომლებდა იმ პირებთან, ვინც არხი თაღლითობაში დაადანაშაულა. "შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან, არხის გადაწყვეტილებით, მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე" - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელითვე ამ გადაწყვეტილებას უპასუხა გოგა ხაჩიძემ:
გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
"ფონოგრამაზე გიმღერია? - მე კი.
სტუდიაში ბეეევრი წლები გიმუშავია? - მე კი.
სამონტაჟოში ბეეეევრი დღე და ღამე გიმუშავია? მე კი.
ჰოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ ვამბობ: ამ ნამღერს ასდის ფონოგრამის სუნითქო და ახლა გინდა ბრავოდან "მომხსნან" და გინდა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვონ."
ასევე იხილეთ:
ნიკა გვარამიამ "ნიჭიერის" კონკურსანტის, ამალია ჯიბლაძის შეურაცხყოფისთვის გოგა ხაჩიძე ჟიურიდან მოხსნა
"ნიჭიერის" აღმოჩენა ფონოგრამით მღეროდა?