29 წლის ბრიტანელმა მსახიობმა გადაწყვიტა, საკუთარი შიშველი სხეულით პროტესტი გამოეხატა ქალის სხეულის იდეალიზაციის წინააღმდეგ.
Photoshop – ეს ბოროტებაა, თვლის კირა ნაიტლი.
მსახიობი ჟურნალ Interview Magazine-ს შიშვლად პოზირებაზე ერთი პირობით დათანხმდა: მან მოითხოვა, რომ მისი ფოტოებისთვის არ გაეკეთებინათ რედაქტირება კომპიუტერული გრაფიკით. მსახიობს სურდა, რომ ხალხს ისეთი ეხილა, როგორიც სინამდვილეში არის.
აი, როგორ ახსნა ეს პროტესტი The Times-თან ინტერვიუში მსახიობმა:
"ჩემი სხეულით იმდენჯერ და იმდენმა ადამიანმა იმანიპულირა, რომ გადავწყვიტე, დროა, ამას ბოლო მოეღოს. მე დავთანხმდი ტოპლეს გადაღებაზე იმიტომ, რომ ბოლო მომეღო თემისთვის "როგორ გამოვიყურები სინამდვილეში". ამიტომაც, თუკი რაიმე გაქვთ სათქმელი, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, იდეალურია თუ არა თქვენი მკერდი".
კირა ნაიტლის მართლაც საკმარისად ერგო ფოტოშოპერებისგან. დიდი ხმაური მოჰყვა 2004 წელს ფილმ "მეფე არტურის" პოსტერს, რომელზეც დიზაინერებმა მსახიობს არაბუნებრივად დიდი მკერდი მიუხატეს.
Net-A-Porter-თან ინტერვიუში ნაიტლიმ აღნიშნა:
"ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ფილმებს, იქნებიან ეს რეჟისორები თუ პროდიუსერები, ცდილობენ, შექმნან ადამიანებისგან ისინი, ვინც თავად მათ მოეწონებოდათ. ისინი საკუთარ თავს მთელ საზოგადოებასთან აიგივებენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ძირითადად, საშუალო ასაკის თეთრი, მდიდარი მამაკაცები არიან. მსოფლიო ხომ არ შედგება მხოლოდ ასეთი ადამიანებისგან. ამიტომაც აზრი არ აქვს ამ "გათანაბრების" მცდელობას.