11 ნოემბერს ჩინეთში მარტოხელა მამაკაცის დღე აღინიშნებოდა. რომეომ ჩინეთის გუანჩჟუს პროვინციიდან, გადაწყვიტა, წერტილი დაესვა მარტოობისთვის და თავის ჯულიეტასთვის ხელი ეთხოვა.
თუმცა, ბანალური ნიშნობის ბეჭდის ნაცვლად, ვაჟმა გოგონას 99 ცალი "აიფონ 6" მიუტანა. ტელეფონები დიდი გულის ფორმით დაალაგა, თავად ცენტრში ჩადგა და საყვარელ გოგოს ყვავილების ლამაზი თაიგული გაუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ უბრალო პროგრამისტმა ამ საქციელში 80 ათასი დოლარი დახარჯა, რაც საშუალო სტატისტიკური ჩინელი მოქალაქის 17 წლის შემოსავალია, და უამრავი მოწმეც მოიყვანა, რომელთა შორისაც ბიჭისა და გოგონას საერთო მეგობრებიც იყვნენ, გულისსწორმა ბიჭს ცოლობაზე უარი უთხრა .
რა ურთიერთობა ჰქონდათ ახალგაზრდებს ამ ინციდენტამდე, უცნობია. აქვე გასათვალისწინებელია აღმოსავლელი ხალხის მენტალიტეტის თავისებურებები. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში, მობილური ტელეფონები ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად ითვლება და მდიდარი საქმროები და საცოლეები ერთმანეთს ბეჭდების ნაცვლად ნიშნობაზე ძვირფას ტელეფონებს ჩუქნიან.