1. ჩამოიყალიბეთ ოქროს წესი - "20-20-20". ყოველ 20 წუთში მოაცილეთ თვალი კომპიუტერს და 20 წამით 20 მეტრის მანძილზე იყურეთ.
2. მუდამ ატარეთ მზისგან დამცავი სათვალე. ულტრასხივები სახის კანს აღიზიანებს და თვალის ლორწოვან გარსს რაღას უზამს.
3. გაამდიდრეთ რაციონი თვალისთვის საჭირო - ნარინჯისფერი ხილითა და ბოსტნეულით - პროდუქტებით.
4. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ტკივილს, უსიამოვნო შეგრძნებას თვალებში. გაწითლებასა და ქავილს შეიძლება ცივი კომპრესი დასჭირდეს. თუ თვალში "ქვიშის" შეგრძნება გაქვთ, გამოიბანეთ თვალი თბილი სუფთა წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით. თუ სიმპტომები გაგიგრძელდათ, მიმართეთ ექიმს.
5. გაიგეთ, რა დაავადებებს შეუძლიათ თვალზე გავლენის მოხდენა. ასე მაგალითად, მაღალი წნევისა და დიაბეტის დროს თვალი სისხლით საკმარისად არ მარაგდება. მხედველობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დაქვეითებამ, ფილტვებისა და ჩიყვის დაავადებამ. საშიშროებას წარმოადგენს აგრეთვე გაფანტული სკლეროზი, ანევრიზმა და სიმსივნე.
6. მაკიაჟს ნუ გაიკეთებთ ვადაგასული კოსმეტიკით. დახედეთ ვარგისიანობის თარიღს. ზოგს შეიძლება 3 თვე ჰქონდეს ვადა. ვადაგასულმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა კი შეიძლება თვალის ალერგია და ინფექცია გამოიწვიოს.
7. წესად აქციეთ, რომ წელიწადში ერთხელ ოკულისტს გაესინჯოთ.
8. თუ მწეველი ხართ, გათავისუფლდით ამ მავნე ჩვევისგან. მწეველები უფრო ხშირად ავადდებიან კატარაქტით და უშრებათ თვალის ლორწოვანი გარსი.