მიუხედავად იმისა, რომ ქეთა თოფურია არ აკეთებს ამ სასიხარულო სიახლესთან დაკავშირებით კომენტარს და დუმილს ამჯობინებს, "ა-სტუდიო"-ს სოლისტის გარემოცვა ამ ინფორმაციას ადასტურებს.
"ქეთა ნამდვილად ფეხმძიმედ არის და ამის შესახებ მე რამდენიმე თვის წინ გავიგე. ახლობლები, თავად ლევი და ქეთა ძალიან ბედნიერები არიან ამ სიახლით. ღმერთმა ჯანმრთელი დაბადოს პატარა!" – აცხადებს მიზნესმენი, ქეთას ოჯახის ახლობელი ალეკო არჩუაძე.
ქეთასთვის ეს პირველი შვილი იქნება, ხოლო მისი მეუღლისთვის – მეორე. ერთ-ერთ ინტერვიუში ქეთამ აღნიშნა, რომ სურს 3 შვილი ჰყავდეს, მაგრამ ამისათვის ჯერ პირველი უნდა გააჩინოს.
ასევე იხილეთ:
ქეთა თოფურია იმაზე, რაც არ იცით: "ფანტასტიკური ცოლი ვარ, თუმცა ქმარი არ მეთანხმება" (+ ვიდეო)
ქეთა თოფურიამ საიდუმლო გაამხილა - ნიღაბი, რომელიც თქვენს თმას სიჯანსაღეს და ბრწყინვალებას შემატებს