ავსტრალიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, სინამდვილეში რა იწვევს მშობიარობას.
მათი აღმოჩენა, შესაძლოა, ახალი მედიკამენტის შექმნას დაედოს საფუძვლად, რომელიც ნაადრევი მშობიარობების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს.
მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 40 კვირის ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც მშობიარობის დაწყებას განსაზღვრავს. ამ ცილას ორგანიზმი გამოყოფს, რათა საშვილოსნოს კუმშვის სიგნალი მისცეს. ამგვარად მეცნიერებამ იპოვა პასუხი კითხვაზე, რაც ამდენ ხანს აწუხებდა - რომელი ბიოლოგიური მექანიზმი იწვევს მშობიარობის შეტევებს ორსულობის მე-40 კვირის შემდეგ.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჯერ ამ ბიოლოგიური "წამმზომის" მუშაობა ვერ ამოხსნეს, რათა ზუსტად განსაზღვრონ მშობიარობის დაწყების დრო.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge