თითქმის ყველა მშობლის სურვილია, მისი შვილი ჯანსაღად იკვებებოდეს, წიგნების კითხვა უყვარდეს, ოჯახს ჰქონდეს საერთო ტრადიციები, ინტერესები და ერთად ხალისიანად და სასარგებლოდ დროის გატარების საშუალება.
სამწუხაროდ, ქალაქში ნამდვილად არ არის დიდი ფუფუნება, ნახო ისეთი ადგილი, სადაც პატარას წაიყვან და ყველანაირად კმაყოფილი დარჩები. ან იმაზე ღელავ, რომ ათასგვარ უბედურებას აჭმევ ქუჩაში, ან იმაზე, რომ ბევრი ფული გეხარჯება და საბოლოოდ ვერც ბავშვი იღებს სიამოვნებას და ვერც მშობელი, დაღლილი და უკმაყოფილო ბრუნდები შინ.
ვფიქრობთ, მალე ეს პრობლემა ყველა მშობელს მოეხსნება. წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" საახალწლოდ უნიკალურ საჩუქარს ამზადებს. "ბიბლუს გალერი" - ასე ერქმევა ადგილს, სადაც მთელი ოჯახით შეგიძლიათ წასვლა და საოცარი დღის გატარება. ეს კულტურული, შემეცნებითი სივრცე ნამდვილად ყველა მშობლისა და ბავშვისთვის სასიკეთო იქნება.
"ბიბლუს გალერიში" წარმოდგენილი იქნება წიგნების მრავალფეროვანი სპექტრი, სამკითხველო, სათამაშოები, კვების ობიექტები, საბავშვო გასართობი ცენტრი, საჩუქრები, ანუ ეს ცენტრი საინტერესო იქნება როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქვე საშუალება იქნება, ჯანსაღად და გემრიელად იკვებოს მთელი ოჯახი. სპეციალურად "ბიბლუს გალერისთვის" შემოვიდა საქართველოში იტალიური ბრენდი "ჩიგუსტა", რომელსაც საქართველოში სხვაგან ვერსად ნახავთ.
"ჩიგუსტა" სწრაფი კვების სხვა ობიექტებისგან გამოირჩევა ჯანსაღი და ბავშვებისთვის უსაფრთხო, სასარგებლო საკვებით. ეს იქნება ადგილი, სადაც ოჯახი სიამოვნებით წავა და კარგ დროს გაატარებს პირველ ინტელექტუალურ, დასასვენებელ და სავაჭრო ცენტრში.
არსებობის 6 წლის თავზე ,,ბიბლუსი" კითხვისა და სასიამოვნო დასვენების მოყვარულებს შემეცნებით ცენტრში, წიგნების ყველაზე ფართო არჩევანით დეკემბრის ბოლოს გიმასპინძლებთ. ,,ბიბლუს გალერი" ვაკეში, ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარეობს და ყველა მსურველს ელის, ოჯახებით.