ვინც ფიქრობს, რომ თინეიჯერები წიგნებს არ კითხულობენ, ძალიან ცდება.
იხილეთ ვიდეო
უამრავი ახალგაზრდა, ვინც ბახტრიონის ქუჩაზე არსებულ "ბიბლუსის" მაღაზიასთან რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა, სწორედ წიგნის შეძენის სურვილმა გააერთიანა. მაღაზიასთან იმდენი ახალგაზრდა შეიკრიბა, რომ სიტუაციის დარეგულირება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოუხდათ.
"პალიტრა L"-ის პროექტ LiberTeens-ის ფარგლებში, ქართულ ენაზე ნათარგმნი ბესტსელერი, "ლაბირინთში მორბენალი" პირველად გამოვიდა გაყიდვაში. 9,95 ლარის ღირებულების წიგნის შეძენა მკითხველებს ბახტრიონის ქუჩაზე არსებულ "ბიბლუსის" მაღაზიაში 2 ლარად შეეძლოთ.
მოთხოვნიდან გამომდინარე, აქცია, რომელიც მხოლოდ ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო, გახანგრძლივდა და წიგნის ყიდვა რიგში მდგომმა ყველა მსურველმა შეძლო.
იხილეთ სტატია სრულად