ასტროლოგია და გასტრონომიული მიდრეკილებები რომ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ამას ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ.
თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს კონკრეტულ სასმელთან ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მსგავსებაც. რაღა თქმა უნდა, ამ ინფორმაციაში ხუმრობის დიდი დოზაც ურევია, მაგრამ სიცილი რომ გემრიელ საკვებთან და კარგ სასმელთან ერთად სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ეს არ იცოდით?
ვერძი - პუნში. ცეცხლმოკიდებული სასმელია, თუმცა გარეგნული ეფექტი ნუ შეგაშინებთ - შიგთავსი და გემოვნური თვისებები ერთობ მომხიბვლელი აქვს.
კურო - ლუდი. ხასიათიც ლუდივით უბრალო და ტრადიციული. არ აღიარებს სნობისტურ გამოხდომებს.
ტყუპი - შერიდანი. ხასიათის ორი მხარე, სხვადასხვა "გემო" და "არომატი". თუკი ამ ორი პოლარობის სინთეზს ახერხებს, მისგან იდეალური რამე გამოდის.
კირჩხიბი - მარტინი ბიანკო. ერთი შეხედვით, რბილი, სასიამოვნო დასალევი (საკონტაქტო) მოჩანს, მაგრამ მისი არადოზირებული მიღება იწვევს თავის ტკივილს მეორე დილით.
ლომი - შამპანურია, ოღონდ მისი ყველაზე ძვირფასი სახეობის წარმომადგენელია. ადამიანი დღესასწაული...
ქალწული - საკე. ბრინჯის არაყი, რომელიც ასევე სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. კერძოდ - აქრობს არასასიამოვნო სუნს. მზადდება საკმაოდ რთული ტექნოლოგიით.
იხილეთ სრულად: astrologi.ge