სადღესასწაულო ღამის შემდეგ, როგორც წესი, ადამიანები დილას თავის ტკივილით იღვიძებენ და მაშინვე ფინჯან ჩაის ან ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს სვამენ.
ნაბახუსევიდან გამოსვლის ეს მეთოდი საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მისი რეცეპტი აღმოჩენილია მეათე საუკუნის შუა აღმოსავლეთში დაწერილ კულინარიულ წიგნში.
ათასწლეულის ერაყული კერძი ხორცისა და ბოსტნეულისგან შედგება, შეკაზმულია სანელებლებით, მაგრამ მთავარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. კაშკი, რომლის შემადგენლობაშია: ფერმენტირებული იოგურტი, რძე და შრატი.
"კაშკი" ფართოდ არის გავრცელებული ირანულ, თურქულ, ბალკანურ და არაბულ სამზარეულოში. ის ნაბახუსევის საწინააღმდეგო კერძის ძირითადი ინგრედიენტია, რომელიც აღწერილია იბნ საიარ ალ ვარაკის უძველეს წიგნში, "ხალიფების სამზარეულოში".
გალენის თეორიის მიხედვით, ნაბახუსევის შემსუბუქება შეუძლია "ცივ" საკვებს, ვინაიდან, როგორც წესი, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ადამიანები გადამეტებული სითბოსგან იტანჯებიან.
წიგნში ამტკიცებს, რომ ალკოჰოლის წინ მიღებული კომბოსტოს სალათა დაგიცავთ დათრობისგან. ასევე, რეკომენდებულია ალკოჰოლზე საჭმლის დაყოლება, რათა შენელდეს მისი მოქმედება.
"უნდა იცოდეთ, რომ დილიდან ცივი წყლის დალევა რეკომენდებულია მხოლოდ ნაბახუსევზე მყოფი ადამიანებისთვის, - წერს ალ ვარაკი. - მაგრამ სასტიკად აკრძალულია წყლის ერთიანად დალევა, უმჯობესია, თუ მცირე ყლუპებით მიირთმევთ და შუალედებში ჰაერს ღრმად შეისუნთქავთ და ამოისუნთქავთ".
დღეისათვის ნაბახუსევის საწინააღმდეგო კერძი ჩრდილოეთ ერაყში ჯერ კიდევ ძველებური რეცეპტით მზადდება.
იხილეთ რეცეპტი