70 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი ბლუზის მომღერალი ჯო კოკერი გარდაიცვალა.
22 დეკემბერს, ღამით, ფილტვის კიბოთი ჯო კოკერი გარდაიცვალა - იტყობინება BBC NEWS-ი.
მუსიკოსი აშშ-ში, შტატ კოლორადოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის უკანასკნელი რამდენიმე წელი ფილტვის კიბოს დაავადებას ებრძოდა.
მომღერლის სიკვდილზე ინფორმაცია მისმა აგენტმა ბარი მარშალმა დაადასტურა. მარშალის თქმით, კოკერი იყო უნიკალური და მისი დანაკარგის შევსება ჩვენს გულებში შეუძლებელი იქნება.
"ის იყო უნიჭიერესი, კეთილი და ძალიან თავმდაბალი ადამიანი. გიჟდებოდა სცენაზე. ვინც კი ოდესმე ცხოვრებაში შეხვედრია ჯოს, ვერასოდეს დაივიწყებს მას", - დასძინა მარშალმა.
ჯო კოკერმა სოლო-კარიერა 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და საქვეყნოდ გაითქვა სახელი თავისი ხრინწიანი ბარიტონით... მომღერალს მთელი კარიერის მანძილზე 40 ალბომი ჰქონდა ჩაწერილი.