გზაზე, ისევე როგორც ცხოვრებაში, ზოგს უმართლებს, ზოგს - არა. წარუმატებლობის მიზეზი ყველას სხვადასხვა აქვს. ხშირად იგი ხასიათის თავისებურებასთანაა კავშირში. სპეციალური გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზოდიაქოს ნიშნები გავლენას მანქანის მართვაზეც ახდენენ. დროა, საუკეთესო და საშიში მძღოლების სიას გაეცნოთ.
12. სასწორი
ძალიან უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. მუდმივად "ოქროს შუალედის" ძიებაშია. მუდმივად ამუხრუჭებს გადაწყვეტილების მიღებისას. დინამიკური ტრაფიკის დროს კი ასეთი საქციელია მოსაწონი სულაც არაა. უხეშად რომ ვთქვათ, მგზავრობისას "პიკი საათი" მათთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. წინ ისე მიიწევენ თითქოს ტანკს მართავენ, თუმცა, სახეზე ზრდილობიანი გამომეტყველება აქვთ.
11. მერწყული
სისწრაფის მოყვარულია. შანს არ გაუშვებს ხელიდან, რომ გაზს ფეხი დააჭიროს და სიჩქარეს მოუმატოს. მის მანქანაში ჩაჯდომამდე დარწმუნდით, რომ ავტომობილს მუხრუჭი გამართული აქვს და თავად კი ცელოფნის პაკეტითაც შეიარაღდით. მერწყულს მანქანაში მუდამ მუსიკა აქვს ჩართული, თანაც ბოლო ხმაზე. და მოიწყენს, თუ ვერავის გაუსწრებს.
10. ვერძი
იგი ყველაზე ჯიუტი მძღოლია. არასდროს გაატარებს სხვას და არც საკუთარ დანაშაულს აღიარებს. მუდამ აქვს პირველობის სურვილი. მისი საქციელი ტრასაზე მოძრაობისას ხშირად ჭირვეული ბავშვის ქცევას ჰგავს.
9. თევზები
იმდენად ჩაძირულები არიან საკუთარ ფანტაზიებში, რომ გგონია, თითქოს მანქანის საჭეს კი არ მართავენ, არამედ მარტორქაზე არიან შემოსკუპებულები. საჭესთან მეტი სიფხიზლე მართებთ, თორემ სხვა ჯადოსნური სამყაროს მძღოლები გადათელავენ.
8. მორიელი
ყველაზე "ძერსკი" მძღოლია, სურვილი აქვს მუდამ მოიპოვოს ყველაფერი და ერთბაშად. მანქანის მართვის აგრესიული ფორმა მისი სტილია. თუ შემთხვევით მის სფეროში მოხვდით, უსწრაფესი შურისძიება არ დააყოვნებს.
7. კურო
წითელი ფერი მასზე ისევე მოქმედებს, როგორც წითელი ნაჭრის ფრიალი ხარის თვალწინ. წითელზე იგი კი არ ჩერდება, პირიქით, მოქმედებას იწყებს. მუდამ სწრაფად სიარულის სურვილი აქვს. გზაზე ჯიუტობს და სხვა მძღოლებს ანგარიშს არ უწევს. ყველაზე კარგად თავს ლიმუზინის უკანა სავარძელში გრძნობს, რომელსაც მუნჯი მძღოლი მართავს.
6. მშვილოდსანი
სისწრაფის მოყვარულთა კატეგორია მიეკუთვნება. უყვარს ექსტრიმი, მაგრამ არასდრო ქმნის საავარიო სიტუაციებს. მის გვერდით ნამდვილ ადრენალინს განიცდით. თუმცა, ერთ-ერთი, რაც ნერვებს მოგიშლით, მისი დაუსრულებელი ლაყბობაა. მშვილდოსანი საჭესთანაც კი ვერ ჩუმდება.
5. თხის რქა
მიზანსწრაფული ნიშანია და საჭესთანაც საკუთარი წესებით მოქმედებს. მას არ აინტერესებს გარშემო რა ხდება. მან იცის დანიშნულების ადგილი და ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ იქ მივიდეს. თუ საცობში აღმოჩნდა, შეიძლება მიატოვოს მანქანა მეტროში ჩავიდეს, ტაქსიში გადაჯდეს, რათა არ დაკარგოს დრო და მივიდეს დანიშნულების ადგილზე.
4. ქალწული
აკურატული მძღოლია, რომელსაც უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოეპარება მხედველობიდან. არასდროს მიატოვებს გაჭირვებაში ჩავარდნილ სხვა მძღოლს. იმდენად კანონმორჩილი მძღოლია, რომ პატრულს არასდროს დააჯარიმებინებს თავს.
3. კირჩხიბი
მისთვის მანქანა სახლივითაა - მგზავრები ოჯახის წევრები. იცავს მძღოლის ეთიკას და საჭესთან საკუთარ თავსაც აკონტროლებს, მაგრამ მუდამ კარგ ხასიათზე არაა და ასეთ დროს ყველას მოურიდებლად უსიგნალებს.
2. ტყუპი
უნიკალური ადამიანები არიან. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება - ყავის სმა, გაზეთის კითხვა, მაკიაჟის გაკეთება - შეუძლიათ. გგონიათ, რომ საჭეს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მართავს. საუკეთესო იდეები კი ხშირად სწრაფი სიარულის დროს ებადებათ.
1. ლომი
საკეთესო მძღოლია, გზების მეფე. ყურადღებიანი და გულუხვი მძღოლი. რომელიც გრაციოზულად ჩამოგიტოვებთ უკან, გვერდიდან მოგიშორებთ და გზის საუკეთესო ადგილს თავად დაიკავებს. ლომებს ბოლო დროს გადაჭედილი გზები აღიზიანებთ და ცოტა ხანში შეიძლება ვერტმფრენების მფლობელებად მოგვევლინონ.