წლის ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიალზე საუბარი არ წყდება.
ყოველ წელს თეატრ "დოლბის" წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის უამრავი ვარსკვლავი იკრიბება. ერთნი მარტონი არჩევენ ცერემონიალზე მისვლას, მეორენი კი – მეწყვილესთან ერთად.
იხილეთ ფოტოგალერეა
მოდი, ვნახოთ "ოსკარი-2015"-ის ყველაზე ლამაზი წყვილების გალერეა:
ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს გამოჩენას ყოველთვის დიდი ამბით ელიან. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჯენიფერ ენისტონი შეუდარებლად გამოიყურებოდა. სამკაულებიდან მას მხოლოდ ნიშნობის, უზარმაზარბრილიანტიანი ბეჭედი ეკეთა.
უყურადღებოდ ვერ დარჩებოდნენ სკარლეტ იოჰანსონი და მისი მეუღლე რომენ დორიაკი, რომელმაც ცოლის კვალდაკვალ შეიცვალა იმიჯი და თმა ნულზე გადაიხოტრა.
სკარლეტ იოჰანსონმა უყურადღებოდ ვერ დატოვა ასევე ცნობილი მსახიობი ჯონ ტრავოლტა, რომელიც მას ძალიან თბილად მიესალმა.
თუმცა, საღამოზე ჯონი საყვარელ მეუღლესთან, შეუდარებელ კელი პრესტონთან ერთად იყო და ეს წყვილიც გამორჩეულად ბრწყინავდა წითელ ხალიჩაზე.
თვალისმომჭრელები იყვნენ მომღერალი ადამ ლევაინი და ბეჰატი პრინსლუ. წყვილი ჰარმონიული იყო იმითაც, რომ ორივეს Armani Prives-ის სამოსი ეცვა. თუმცა კრიტიკოსებს არ გამორჩენიათ მხედველობიდან პრინსლუს ნახევრად გამჭვირვალე კაბა, რომელშიც აშკარად ჩანდა საცვლები.
ჯონ ლეგენდს პირველმა ცოლმა, ტოპ-მოდელმა კრისი ტეიგენმა მიულოცა ჯილდო საუკეთესო სიმღერისთვის "Glory". სცენაზე ასულმა მომღერალმა, პირველ რიგში, საყვარელ მუზას, ცოლს გადაუხადა მადლობა.
ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ვარსკვლავური წყვილი მთელი საღამო რეპორტიორების წინ ხელიხელჩაკიდებული პოზირებდა. საოცრად ჰარმონიული წყვილი ელიტურ ქრონიკებში ყოველთვის აღმატებული ინტონაციებით მოიხსენიება.
ჩენინგ ტატუმმა და ჯენა დევანმა "ოსკარის" ყველაზე რომანტიკული წყვილის სტატუსი დაიმსახურეს. ქალების გულთამპყრობელი მზრუნველად იხუტებდა მთელი საღამო ცოლს გულში.
იტან ჰოუკმაც გამოიყვანა, როგორც იქნა, მეუღლე საზოგადოებაში – ეს იშვიათი გამონაკლისი იყო. როგორც ცნობილია, რაიანი ჰოუკისა და უმა თურმანის შვილების ძიძა იყო და სწორედ მასთან ღალატისთვის გაშორდა თურმანი ჰოუკს.
იხილეთ ფოტოგალერეა