მარტივად მოსამზადებელი სასმელი აკაჟებს მთლიანად ორგანიზმს, საუკეთესოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ასევე, რეკომენდებულია მისი მიღება ანტიბიოტიკური მკურნალობის შემდეგ.
მომზადების წესი:
აიღეთ ნახევარი ჭიქა ქიშმიში და ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი. დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ თბილ ადგილას 3-4 საათი.
შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი, ლიმონის ან შტოშის წვენი და დალიეთ ნახევარი ჭიქა ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი - 10 დღე.