საქართველოში პირველი "მაკდონალდსის" რესტორანი 1996 წელს გაიხსნა. ხუთი თებერვლის სუსხიან დღეს 7000-ზე მეტი ადამიანი დადგა რესტორნის რიგში.
ყველას უნდოდა, როგორმე პირველს შეეღწია "მაკდონალდსში". ამ ადამიანებს შორის ვიყავით მე და ჩემი მეგობრები. ჩვენ გვიყვარდა "მაკდონალდსი" და დიდი სიხარული იყო საქართველოში მისი შემოსვლა.
მას შემდეგ "მაკდონალდს"ძალიან ხშირად ვსტუმრობ და ვფიქრობ,რომ მან, როგორც ბრენდმა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქართულ ბიზნესზე. მათ დაანახვეს მთელ საქართველოს, თუ როგორ უნდა მუშაობდეს კომპანია, რომელიც ემსახურება ათასობით ადამიანს.
ახლა რიგში დგომა აღარ გვიწევს, რადგან დღესდღეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით "მაკდონალდსის" ექვსი რესტორანი ფუნქციონირებს – ოთხი თბილისში, ხოლო დანარჩენი ორი - ბათუმსა და ქუთაისში. მათ დასაქმებული ჰყავთ ასობით ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ მომხმარებელს ემსახურებიან.
გახსნის დღიდან, კომპანია ხარისხის მაღალ დონეს ინარჩუნებს და კლიენტებისთვის უსაფრთხო პროდუქციის შესთავაზებას უზრუნველყოფს. "მაკდონალდსი" თანამშრომლობს გერმანიის ქალაქ გიუნზბურგის ხორცის ქარხანასთან,რომელიც თვეში ორჯერ ამარაგებს ხორცით "მაკდონალდსს".
ეს მსოფლიოში ცნობილი ქარხანაა,რომელიც საქართველოს გარდა, გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული "მაკდონალდსის" რესტორნების მომწოდებელიც არის. თავად ქარხანა კი, მარაგდება გერმანიასა და ავსტრიაში მდებარე ფერმებიდან.
"მაკდონალდსის" სენდვიჩებისათვის მხოლოდ 100% საქონლის ხორცის წინა და უკანა მეოთხედის კუნთის საუკეთესო ნაჭრებს იყენებენ. გადამუშავებამდე და მის შემდეგაც ხორცი ხარისხის კონტროლის უამრავ ეტაპს გადის. ქარხანაში დაცულია ჰიგიენისა და უსაფრთხოების უმკაცრესი ნორმები. უკვე გადამუშავებულ ხორცს აძლევენ ფორმას და ყინავენ "შოკ ფრიზერით". ეს სწრაფი გაყინვის მეთოდია, რაც პროდუქტის სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
"მაკდონალდსის"და გიუნზბურგის ქარხნის პრიორიტეტი 100%-იანი ხარისხია.
სალომე ალანია
R