ხალხური მედიცინა – ბევრ დაავადებას ძალიან ეფექტურად ებრძვის. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი წინაპრები ბევრად დღეგრძელები იყვნენ.
ჩვენ მოგიყვებით ისტორიას ადამიანისა, რომელიც მთელი წელი სვამდა თაფლიან და ლიმონიან წყალს. გაოცდებით, როცა გაიგებთ, რამდენად შეიცვალა მისი ცხოვრება.
"ერთი წლის წინ გრიპი შემხვდა. წამლებმა არ მიშველა. ერთ ქალმა მირჩია, დილაობით თბილი თაფლიანი და ლიმონიანი წყალი მესვა.
რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციას სკეპტიკურად შევხედე, მაგრამ მაინც ვცადე. გრიპმა გამიარა, მაგრამ ეს თბილი სასმელი იმდენად მომეწონა, სმა არ შევწყვიტე.
ვსვამდი ყოველდღე მთელი წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ორგანიზმი სრულიად გარდაიქმნა.
და აი, როგორ:
მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დამიცემინებია. თავის ტკივილები წარსულს ჩაბარდა. ახლა თაფლი და ლიმონი სულ თან დამაქვს, სადაც არ უნდა წავიდე. ამ სასმელს სასტუმროებშიც კი ვსვამ.
ადრე გამოფხიზლებამდე ნახევარი საათი მაინც მჭირდებოდა. აღარ ვარ გაღიზინებული დილაობით. მარტივად რომ ვთქვა, დამავიწყდა, როდის ვიყავი ბოლოს დაძაბული დღის პირველ ნახევარში.
აქვე გეტყვით, რომ ამ კოქტეილის გემო ყოველდღიურად სხვადასხვა მოგეჩვენებათ: ყველაფერი ლიმონზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა, თაფლზეც. ხანდახან ელექსირი მომჟავოა, ხანდახან – ზედმეტად ტკბილი. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ეს სასმელი დაგიცავთ საშარდე გზების ინფექციებისგან.
აუმჯობესებს საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მუშაობას.
იცავს ნებისმიერი ინფექციური დაავადებისგან, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. ამიტომაც წონაში არ მოიმატებთ.
გამოიყურები ჯანმრთელად და ლამაზად.
ლიმონი კანისთვის უებარია. ის ასევე წმენდს სისხლს. წყალი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც ასევე სასარგებლოა კანისთვის.
ერთი სიტყვით, გირჩევთ. ამასთან, ელექსირი უგემრიელესი სასმელია. უბრალოდ, სცადეთ".
კრისტალ დევისმა საკუთარ თავზე გამოსცადა ორგანიზმის გაჯანსაღების ეს მეთოდი და შედეგით თავადაც გაოცებულია. რატომ არ გვეცადა ჩვენც?