ქილების მეთოდი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია პირადი თუ საოჯახო ბიუჯეტის წარმოებისთვის.
ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, ის არის, რომ ფული, რომლის დახარჯვასაც გეგმავთ, გაანაწილოთ 6 ქილაში. ყოველი ქილა ცხოვრების ერთ სფეროზეა პასუხისმგებელი. ასე თქვენ არ დახარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გეგმავდით.
ქილა 1: ყველაზე აუცილებელი (თქვენი ბიუჯეტის 55%)
ფული, რომელიც ამ ჭურჭელში დევს, ყოველდღიური ხარჯებისთვის და გადასახადებისთვის არის განკუთვნილი. ეს ფული უნდა დახარჯოთ ქირისთვის, ტრანსპორტისთვის, გადასახადებისა და საკვები პროდუქტებისთვის.
ქილა 2: გართობა (თქვენი ბიუჯეტის 10%)
თქვენი შემოსავლის ეს ნაწილი შეგიძლიათ დახარჯოთ იმ საყიდლებზე, რომლებსაც, როგორც წესი, არ აკეთებთ ხოლმე. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ძვირად ღირებული ღვინო ან გაემგზავროთ ქალაქგარეთ დასვენების დღეებში. გამოიყენეთ ეს ფული ისე, როგორც თქვენს გულს გაუხარდება.
ქილა 3: დანაზოგი (თქვენი ბიუჯეტის 10%)
ეს თქვენი მომავალი ფინანსური დამოუკიდებლობის საფუძველია. ფული, რომელიც ამ ქილაში დევს, მომავალში გამოგადგებათ ინვესტიციებისთვის და შემოსავლის პასიური წყაროსთვის. თქვენ არ უნდა დახარჯოთ ეს დანაზოგი იქამდე, სანამ არ მოიპოვებთ სრულ ფინანსურ თავისუფლებას. ამ შემთხვევაშიც კი შეგიძლიათ დახარჯოთ მხოლოდ ის ფული, რომელიც ამ დანაზოგიდან მოიგეთ და არა თავად დანაზოგი.
ქილა 4: განათლება (თქვენი ბიუჯეტის 10%)
ფული, რომელიც ამ ჭურჭელში ინახება, თქვენი მომავალი განათლებისა და პიროვნული ზრდისთვის იქნება განკუთვნილი. ინვესტიციები – ეს შესანიშნავი კაპიტალდაბანდებაა, თქვენ კი – ყველაზე ფასეული აქტივი. არასოდეს დაივიწყოთ ამის შესახებ. დახარჯეთ ფული ამ ჭურჭლიდან წიგნების, დისკების ან სასწავლო კურსების შესაძენად. ყველაფერი ეს სამომავლოდ დაგიფასდებათ.
ქილა 5: რეზერვი (თქვენი ბიუჯეტის 10%)
ეს დანაზოგი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხვილი შენაძენებისთვის. შეიძინეთ ამ ფულით პლაზმური ტელევიზორი ან მანქანა. ეს, ასე ვთქვათ, თქვენი სარეზერვო ფონდია, რომელიც მუდმივად უნდა შეივსოს.
ქილა 6: საქველმოქმედო ფონდი და საჩუქრები (თქვენი ბიუჯეტის 5%)
ეს ფული გამოიყენეთ დაბადების დღეების, ქორწილების და სხვა დღესასწაულების სასაჩუქრედ. თქვენ ასევე შეგიძლიათ, ეს ფული შეწიროთ სხვადასხვა ფონდს, ბავშვთა სახლებსა თუ ცხოველების თავშესაფრებს.