ყოველი ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაში უმთავრეს როლს კუჭ-ნაწლავი თამაშობს. მასზეა დამოკიდებული საჭმლის გადამუშავების პროცესი, იწოვს სასარგებლო ნივთიერებებს ჩვენ მიერ მიღებული საკვებიდან. ერთი სიტყვით, სწორედ კუჭ-ნაწლავზეა დამოკიდებული ორგანიზმის სწორი მუშაობა.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უამრავი დაავადება, აუცილებელია პერიოდულად კუჭ-ნაწლავის გაწმენდა.
75 წლის განმავლობაში ადამიანის კუჭ-ნაწლავზე გადის დაახლოებით 100 ტონა საკვები და 40 000 ლ სითხე. შედეგად, იქ ილექება უამრავი ტოქსიკური ნივთიერება.
არსებობს ბევრი მეთოდი კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად, მაგრამ ყველა ეფექტური არ არის. ნაწლავების ჰიდროკოლონტროფიის მეთოდით გარეცხვა – საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურაა, რომელსაც სჭირდება დრო და ფინანსები და ამასთან, ეს პროცესი კუჭ-ნაწლავის მიკროფლორასაც არღვევს.
ზოგიერთი ექიმი და დიეტოლოგი გვირჩევს, ყოველდღიურად მივიღოთ თითო სუფრის კოვზი სელის თესლის ფქვილი. გარდა იმისა, რომ ის გაწმენდს კუჭ-ნაწლავს, წონის დარეგულირებასაც შეუწყობს ხელს.
სელის თესლის ფქვილს ორგანიზმიდან გამოაქვს მავნებელი ტოქსინები და სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. მეცნიერები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სელის თესლის საშუალებით შესაძლებელია გავიუმჯობესოთ მხედველობა და ტვინის მუშაობა.
გამოყენების წესი:
მკურნალობის პირველ კვირას მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი სელის თესლის ფქვილი 100 გრ კეფირთან ერთად. მეორე კვირას 2 კოვზი ფქვილი იმავე რაოდენობის კეფირში, ხოლო მესამე კვირას 3 სუფრის კოვზი ფქვილი 150 გრ კეფირთან ერთად. კეფირი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უცხიმო არაჟნით ან შინაური იოგურტით.
თუ ვერ იშოვეთ სელის თესლის ფქვილი, თავად შეგიძლიათ დაფქვათ. შეიძინეთ სელის თესლი აფთიაქში და დაფქვით ყავის საფქვავში.
მიიღეთ სელის ფქვილი და კეფირი საუზმის მაგივრად. 3 კვირაში ნახავთ, როგორ გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა და რამდენად დაიკლებთ წონაში.
ორგანიზმის გაწმენდის პერიოდში არ დაგავიწყდეთ, სვათ ბევრი წყალი. ასევე, შეგიძლიათ დაუმატოთ სელის თესლი სხვა კერძებში, რათა ისინი ბევრად სასარგებლო გახადოთ. სელი ძალიან უხდება სალათებს, ბოსტნეულის კერძებს, სოუსებს და ნამცხვრებსაც კი.