”ფეისბუქის” გუნდი ოფიციალურად გადავიდა თავის ახალ ოფისში, მენლო პარკში, კალიფორნიაში. მსოფლიოს ნომერ პირველი სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ამის შესახებ თავის ”ფეისბუქის” გვერდზე განაცხადა:
იხილეთ ფოტოგალერეა
"ჩვენ ახალ ოფისში გადავედით. ჩვენი მიზანი იყო სრულყოფილი სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი თანამშომლებისთვის ერთად სამუშაოდ. ამისათვის, ჩვენ შევქმენით მსოფლიოში უდიდესი ერთოთახიანი ოფისი, რომელშიც ათასობით ადამიანი ეტევა. აქ არის უამრავი პატარა ზონა, სადაც ადამიანებს ერთად მუშაობა შეეძლებათ და მათთვის გადაადგილებაც მოსახერხებელი იქნება. სახურავზე კი არის უზარმაზარი პარკი სასეირნო ბილიკებით, მოსასვენებელი და კომფორტული სამუშაო ადგილებით.
თვით შენობა მარტივია და არ არის გადატვირთული - ეს ჩვენი ჩანაფიქრი იყო. გვინდა, ჩვენი სამუშაო გარემო პროგრესის სურვილს ტოვებდეს. როდესაც შენობაში შედიხარ, გვსურს იგრძნოთ, თუ რამდენია კიდევ გასაკეთებელი ჩვენი მისიის მისაღწევად".
იხილეთ ფოტოგალერეა