ეს კარაქი მოგიხსნით კუჭის ტკივილს, განკურნავს წყლულსა და გასტრიტს, მოგაცილებთ ზედმეტ მჟავიანობას.
კარაქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ერთი კოლოფი (200 გრ) დარბილებული ნაღების კარაქი;
ერთი ჩაის კოვზი ფარსმანდუკი;
ერთი ჩაის კოვზი კრაზანა;
ერთი სუფრის კოვზი კალენდულა.
მომზადების წესი:
აიღეთ ყველა ბალახი (რა თქმა უნდა, ხმელი), დააქუცმაცეთ ყავის საფქვავში ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. შეურიეთ მიღებული ფხვნილი დარბილებულ კარაქს. გამოგივათ ბალახების ფაფუკი კარაქი.
მიღების წესი: წაისვით ერთ პატარა ნაჭერ შავ (ხორბლის ან წიწიბურის) პურზე ჩაის კოვზი ბალახების კარაქი და მიირთვით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ოღონდ რაც შეიძლება კარგად დაღეჭეთ.
სწორედ ეს ბუტერბროდი გახლავთ მალამო მტკივანი კუჭისთვის.