თავის დაბანის წინ შამპუნში A, B, PP, C, B12, P6 ზეთოვანი ვიტამინები დაუმატე (იკითხე აფთიაქებში).
თმა ბზინვარე გაგიხდება და მოცულობასაც შეიძენს.
რჩევები: ვიტამინებს მთლიან ფლაკონში ერთიანად ნუ ჩაუმატებ. მომავალში მათგან ნაკლებ სიკეთეს მიიღებ. მაგალითად, C ვიტამინი ჰაერზე მხოლოდ 20 წუთი ”ცოცხლობს”. ასე მოიქეცი: ფიალაში ჩაასხი შამპუნის ის რაოდენობა, რაც თავის დასაბანად ერთ ჯერზე დაგჭირდება. დაუმატე ვიტამინები, კარგად გადაურიე და თავი დაიბანე.
შამპუნის თმაზე მეორე წასმის შემდეგ 5-10 წუთით დაიცადე და შემდეგ ჩამოიბანე. ჯადოსნურ შედეგს თმას უკვე პირველივე დაბანისას შეატყობ.