სვამატარა Hatha Yoga Prakipika-ში წერს, რომ "როცა სუნთქვა მშვიდდება, გონებაც გარმონიაში მოდის და იოგი დღეგრძელობას იძენს.
ამიტომაც, კარგი იქნება, თუ ვისწავლით ჩვენი სუნთქვის კონტროლს". ეს უძველესი სიბრძნე დღესაც აქტუალურია, რადგან გამოცდილება აჩვენებს, რომ ძალიან ეფექტურად ხსნის სტრესს.
არსებობს თანამიმდევრული სუნთქვითი რელაქსაცია 4-7-8. ეს ტექნიკა ამშვიდენს ვეგეტიურ ნერვულ სისტემას.
და აი, როგორ:
დაჯექით გამართულად სკამზე;
ენის წვერი მიაბჯინეთ სასის თაღს და ასე გააჩერეთ, სანამ სუნთქვით ვარჯიშებს გააკეთებთ.
ჩაისუნთქეთ ცხვირით ნელა, 4 დათვლაზე.
გააჩერეთ სუნთქვა 7 დათვლამდე.
ამოისუნთქეთ პირით ცოტა ხმაურით 8 დათვლაში.
გაიმეორეთ ციკლი 4-7-8 სამჯერ, საერთო ჯამში გამოვა ოთხი სუნთქვითი სტრესის მოსახსნელი ვარჯიში.