განო მელითაური სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
''მართლა უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო. გამიხარდება, თუ ბოლომდე წაიკითხავთ და პოზაში არ ჩამომართმევთ. ჩემი და კოტეს არაჩვეულებრივი მეგობრების, კეთილი სურვილების და ინიციატივების შედეგად მომივიდა ხმები, რომ აქ გავრცელდა ჩემი ანგარიშის ნომერი, დილიდან მომდის სმს-ები - თქვენ ჩაგერიცხათ ნ - თანხა.
თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივათ ჩემს სიტუაციაზე, ფიზიკურ პირებს გეხებათ განსაკუთრებით, გთხოვთ, შეწყვიტოთ თანხების გადმორიცხვა, რადგან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ.
გასაგებია ჩვენი ფინანსური პრობლემები, ბინის სესხი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ, ჩემო მეგობრებო, უცნობებო, ნაცნობებო, საერთოდ არ ხართ ვალდებულები, თუნდაც ის 5 ლარი მოიკლოთ.
მართლა მთელი არსებით ვაფასებ თქვენს თანადგომას, გაღებას და გულისტკივილს. თუმცა იგივე თანხები სხვა ჩემზე გაჭირვებულ, თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს შეგვიძლია გადავურიცხოთ.
იხილეთ სრულად: reitingi.ge