დღეს, 2 მაისს, კემბრიჯის ჰერცოგი და მისი მეუღლე მეორე შვილის მშობლები გახდნენ. 33 წლის ქეით მიდლტონს გოგონა შეეძინა.
პატარა და დედა თავს კარგად გრძნობენ - ამის შესახებ ოფიციალურ ცნობას კენსინგტონის კარის "თვითერი" აკეთებს.
ქეითმა ამჯერადაც ლონდონის წმინდა მარიას კლინიკაში იმშობიარა, სადაც 2 წლის წინ ქვეყანას ჯორჯ ალექსანდრ ლუი მოავლინა.
როგორც ცნობილი გახდა, მშობიარობას ესწრებოდა პრინცი უილიამი. პატარას წონა 3,7 კგ-მია.
ჯერჯერობით უცნობია, რას დაარქმევენ პატარა პრინცესასა, სამეფო ტახტის რიგით მეოთხე პრეტენდენტს. ტახტის მემკვიდრის სახელის გამოცნობაზე ინგლისელები ფსონებსაც კი დებენ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი და ყველაზე ხშირად დასახელებული - დიანაა.