ჩვენი ორგანიზმი ჭკვიანი სისტემაა, რომელიც თითოეულ ცვლილებაზე მძაფრად რეაგირებს. თქვენ უნდა ისწავლოთ მინიშნებებით გამოცნობა, რათა თავიდან აირიდოთ ესა თუ ის დაავადება. გთავაზობთ ორგანიზმის რამდენიმე წინასწარმეტყველური ნიშნის გაშიფვრას.
დამსკდარი ტუჩები
თუ ეს სიმპტომი გაქვთ, ამასთანავე, პირის კუთხეები გიშრებათ, ყურადღების კონცენტრაციას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხოლო, თუ თმამაც დაიწყო ცვენა, ორგანიზმს ვიტამინი "ბ2" (რიბოფლავინი) აკლია.
წონასწორობის შენარჩუნებას აღგიდგენთ შემდეგი პროდუქტები: კვერცხი, რძის პროდუქტები, არაქისი, გარგარი, მსხალი, პომიდორი და ყვავილოვანი კომბოსტო.
თეთრი ნადები ენაზე
ენის ასეთი შეფერილობა უჩნდებათ მათ, ვინც ან გაციებულია, ან შიმშილობს, მკაცრ დიეტაზეა. ხოლო, თუ ამ სიმპტომის პარალელურად ენის კიდეები გაგიწითლდათ, იგი გასტრიტზე მიუთითებს.
პირის სიმშრალე
სტრესისა და განცდების დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ პირის სიმშრალე გაგიგრძელდათ, ორგანიზმს "ბ3" ვიტამინი აკლია.
გაამდიდრეთ რაციონი ფრინველისა და საქონლის ხორცით, თხილეულით და გაღვივებული ხორბლით.
ამასთანავე, პირის სიმშრალე შეიძლება შაქრიანი დიაბეტის მანიშნებელი იყოს.
ღია ნაცრისფერი ნადები ენაზე
კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევაზე მიუთითებს. თუ ამავდროულად, კანი გამოგიშრათ და ტუჩები დაგისივდათ, ორგანიზმი რკინის დეფიციტს განიცდის.
რა უნდა მოიმოქმედოთ: შეამცირეთ (ან საერთოდ უარი თქვით) შავ ჩაისა და ყავაზე (ისინი ბლოკავს ამ ელემენტის შეთვისებას). მიირთვით მეტი ოხრახუში, ღვიძლი, თევზი, თეთრი სოკო, აგრეთვე, ვაშლი და ციტრუსები.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
თუ წინა დღეს იქეიფეთ ან კბილები გამოსახეხი გაქვთ, მშვიდად იყავით, მაგრამ თუ ეს მოვლენა ხშირად გაქვთ, გაესინჯეთ შაქარზე. გამოიკვლიეთ ღვიძლი, თირკმელები (თუ ამონასუნთქს ამიაკის სუნი დაჰკრავს) და ბრონქები (თუ ჩირქის სუნი გცემთ).
გამომშრალი კანი
ვიტამინების - "ა" და "ბ2"-ის ნაკლებობაზე მიუთითებს. მიიღეთ ამ ვიტამინებით მდიდარი საკვები. ხოლო თუ კანის სიმშრალეს ქავილიც ახლავს, სოკოვან დაავადებაზე მიუთითებს და სასწრაფოდ მიაკითხეთ დერმატოლოგს.
მოლურჯო კანი
მსუბუქად დაიჭირეთ კანზე თითი და თუ დალურჯება გაჩნდა, იგი სისხლის ან ღვიძლის დაავადებაზე მიუთითებს. ჩაიტარეთ ლაბორატორიული გამოკვლევა.
შეშუპებული ქუთუთოებო
ყურადღება მიაქციეთ თირკმელებს. განსაკუთრებით, თუ ამ სიმპტომს თან ერთვის კანის სიფერმკრთალე და სიცივე.
თვალების უსიამოვნო შეგრძნება მკვეთრ შუქზე
შეამცირეთ ალკოჰოლისა და თამბაქოს რაოდენობა. ზოგჯერ ეს სიმპტომი ყვავილების ალერგიაზე მიუთითებს, ხშირად კი - "ა" ვიტამინის ნაკლებობაზე. გაამდიდრეთ რაციონი სტაფილოთი და პომიდვრით.
ლიმფური ჯირკვლების გადიდება
ორგანიზმში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი სურდო ან უფრო სერიოზული დაავადება, რომელიც მედიკების ჩარევას მოითხოვს.
მუქი ფერის შარდი
თუ ცოტა სითხეს სვამთ, საშიში არაფერია, მაგრამ თუ სისუსტესაც გრძნობთ ან სიცხე გაქვთ, მიაკითხეთ უროლოგს და გამოიკვლიეთ შარდ-სასქესო ორგანოები.
ხშირი სისხლდენა ცხვირიდან
გაიზომეთ არტერიული წნევა. თუ მაღალი გაქვთ, მიზეზი გამოვლენილია და ჰიპერტონიას უნდა უმკურნალოთ. ხოლო, თუ წნევა ნორმალურია, ე.ი. ორგანიზმს "კ" ვიტამინი აკლია. გაამდიდრეთ რაციონი კომბოსტოთი, ჭინჭრითა და ისპანახით.
გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი. თუ ღამღამობით ოფლიანდებით, ეს სიპტომი ნერვულ გამოფიტვაზე მიუთითებს.
შეუხორცებელი იარები
თუ გაფხაჭნილიც კი დიდხანს არ გიხორცდებათ, ორგანიზმს თუთია აკლია. გაამდიდრეთ რაციონი ზღვის პროდუქტებითა და პარკოსნებით.
ჰორიზონტალური ნაღარი ფრჩხილზე
ნაღარი ავიტამინოზსა და ქრონიკულ სტრესზე მიუთითებს.
ხანგრძლივი ნაღარი ფრჩხილებზე
მოუწესრიგებელ კუჭ-ნაწლავზე მიუთითებს. თუ ნაღარი დიდხანს გაქვთ, აუცილებლად გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი.
თვალის ფერის ცვლილება, სილურჯეები და მუქი წრეები თვალის ქვეშ
თუ თვალის თეთრი ნაწილი გაგიწითლდათ, გაისინჯეთ წნევა. სავარაუდოთ, ის მაღალი უნდა გქონდეთ.
სიყვითლე მიუთითებს, რომ ღვიძლში ბილირუბინია მომატებული, რაც მკურნალობას საჭიროებს.
სილურჯე და სიშავე თვალის გარშემო გამოუძინებელ და გადაღლილ ადამიანებს აქვთ. თუმცა, სასურველია, გულიც გამოიკვლიოთ.
თუ გამოკვლევის შედეგად ყველა ორგანო ჯანმრთელი გაქვთ, მაგრამ თვალის უპეები მაინც გიშუპდებათ, ყოველ დილით, ძალიან ფრთხილად გაიკეთეთ წრიული მასაჟი. სავარაუდოდ, მაგ ადგილას ლიმფა გროვდება და იგი ფრთხილად უნდა "განდევნოთ".
მუწუკები და ფერიმჭამელები სახეზე
კანი შინაგანი ორგანოების "დღიურივითაა", რაც გაწუხებთ, ყველაფერი სახეზე "იწერება". თანაც, სახის თითოეული ნაწილი თითოეულ ორგანოს შეესაბამება.
თუ ფილტვებში ზედმეტი სითხე და ლორწოა, პატარა წითელი წერტილები ლოყებზე გაგიჩნდებათ. გამოიკვლიეთ ფილტვები. მანამდე კი შემდეგი კოქტეილი დაამზადეთ: 0,5 ჭიქა დაქუცმაცებული ალოეს ფოთოლი, ამდენივე დაქუცმაცებული ლიმონის ცედრა და 2 ჭიქა თაფლი ერთმანეთში გადაურიეთ. გააჩერეთ 1 კვირა ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ყოველი ჭამის წინ 40 დღის განმავლობაში. შეისვენეთ 10 დღე და საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ კურსი. მკურნალობის დროს მაქსიმალურად შეამცირეთ ცხიმისა და შაქრის რაოდენობა.
თუ ლოყებზე წითელი კი არა, თეთრთავიანი ცხიმიანი მუწუკები გაგიჩნდათ, ნაწლავები "გიჯანყდებიან".
მუდმივი წითელი გამონაყარი საფეთქლებზე მიგანიშნებთ, რომ გამოსაკვლევი და მისახედია ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. როგორც კი ამ ორგანოებს მოიწესრიგებთ, კანი დაგიმშვიდდებათ.
არსებობს ღვიძლის გაწმენდის მეთოდი: აიღეთ 1 ჭიქით ზეითუნის ზეთი, მეორით - ლიმონის წვენი. დალიეთ 2-3 ყლუპი ზეთი, მიაყოლეთ ამდენივე რაოდენობის ლიმონის წვენი. შეისვენეთ 15 წუთი და გაიმეორეთ, სანამ ბოლომდე არ გახვალთ. შემდეგ ცხელი სათბურა დაიდეთ ღვიძლზე, დაწექით მარჯვენა მხარეს და ფეხები შეძლებისდაგვარად მუცელს მიადეთ. თუ ტუალეტში მოგინდებათ, თავი არ შეიკავოთ.
თუ გამონაყარი თავის მიდამოებში, თმის ქვეშ გიჩნდებათ, მისახედია კუჭი. მოიწყვეთ ერთდღიანი განტვირთვის დღე. აირჩიეთ ერთ-ერთი პროდუქტი: მაწონი, წიწიბურა, ბრინჯი, კიტრი ან ვაშლი და მთელი დღე მიირთვით განუსაზღვრელი რაოდენობით. სასურველია, ასეთი განტვირთვის დღე კვირაში ერთხელ მოიწყოთ ხოლმე.
წითელი მუწუკები ყბასა და ნიკაპზე სექსუალური ფუნქციის მოშლასა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებაზე მიუთითებს. მის მოგვარებას მხოლოდ ექიმი შეძლებს და ნუ გადადებთ მასთან ვიზიტს.
გამონაყარი ზურგზე
მსხვილი წითელი გამონაყარი ბეჭებზე ხერხემლის პრობლემებზე მიუთითებს; ხოლო, თუ მუწუკები ნეკნებზეა - კუნთების ნევრალგიაზე.
პირველ რიგში, გაიმართეთ. არასწორ მდგომარეობაში ხერხემლის დისკებს შორის დაცილება მცირდება, სისხლის მიმოქცევა ირღვევა და შედეგი - კანზეა.
მასაჟი და ცურვა ზურგის კანსაც მოგიწესრიგებთ და სიმაღლეში 2-3 სანტიმეტრითაც გაგზრდით.
შეშუპება
თუ დილით ბეჭდის გაკეთება გიჭირთ ან დღის ბოლოს ფეხსაცმელი გიჭერთ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მლაშე პროდუქტები, ალკოჰოლი, ნახშირწყლები, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს ან სხვა უფრო ვერაგი დაავადება.
თირკმლის დაავადების დროს შუპდება სახე დილით და საღამოსთვის ცხრება.
გულის დაავადების დროს შეშუპება ვლინდება საღამოს მუცლის, წელისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში. ამასთანავე, ადამიანს აღენიშნება ტუჩების სილურჯე, ქოშინი.
ღვიძლის დაავადების დროს შეშუპება ჩნდება მუცლის მიდამოებში, კანზე გამოისახება კაპილარული ვარსკვლავები, ჩნდება ქავილი, კანი იძენს ყვითელ შეფერილობას.
ნუ დაელოდებით სიმპტომის თავისით მორჩენას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.