როგორც წინა სტატიებში აღვნიშნე, წონის დაკლებისთვის საჭიროა, ადამიანს ჰქონდეს ძლიერი მოტივაცია. დავიწყოთ!
ძირითადად, არსებობს მოტივაციის ორი სახე: 1. როდესაც რაღაცას გავურბივართ და 2. როდესაც რაღაცისკენ მივისწრაფვით. მეორე ბევრად უფრო ძლიერია და ემოციურად დატვირთული. ამ შემთხვევაში ჩვენ მივისწრაფვით ჯანმრთელობისა და მოხდენილობისკენ.
წარმოიდგინეთ თქვენი თავი უკვე მიღებული შედეგით, როდესაც თქვენ მიაღწიეთ მიზანს - თქვენთვის სასურველ და კომფორტულ წონას. დეტალურად წარმოიდგინეთ: დგახართ სარკის წინ. როგორ გამოიყურებით: თმა, თვალები, სახე, ხელები, ფეხები და ა.შ. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ემოციებს: რას განიცდით, როგორი შეგრძნება გაქვთ. მიდიხართ სტუმრად ან წვეულებაზე: რას გეუბნებიან ნაცნობები, როგორ დადიხართ და ა.შ.
ყველაფერი აღწერეთ დეტალურად. დაუთმეთ ამ პროცესს 5 წუთი. მაქსიმალურად ჩაერთეთ. შემდეგ, როდესაც თქვენ მიერ შედგენილი ფილმი დამთავრდება, ხელები მაღლა ასწიეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.
ყოველთვის, როდესაც ხელი საჭმლისაკენ გაიწევს, დაინახეთ თქვენი თავი ამ ფილმიდან.
დასაწყისში ეს ვიზუალიზაცია დაგეხმარებათ. გამოიყენეთ მარტივი აფირმაციებიც. მაგალითად, თლით კიტრს და ამბობთ: "ვიშორებ წონას". მიდიხართ ქუჩაში და ამბობთ: " ვწვავ ცხიმებს".
მთავარია, ეს ფრაზები იყოს მოკლე, არ შეიცავდეს "არ" ნაწილაკს და იყოს პოზიტიური.
ადამიანს ყოველთვის ყველაზე უბადრუკ სიტუაციებშიც კი აქვს გაუცნობიერებელი მეორადი სარგებელი. დიახ! სარგებელი! გაგიკვირდებათ, მაგრამ აღიარეთ, რომ ეს დიდი წონა თქვენ რაღაცისთვის გჭირდებათ. რისთვის? ბევრი მიზეზი არსებობს. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს დაცვა, სიძლიერე, თვითგანადგურების სურვილი, სიბრალული, სიძუნწე და ა.შ. მრავალი ფსიქოსომატური მიზეზი არსებობს (ამ თემას დაწვრილებით შემდეგ სტატიებში განვიხილავთ).
მეორე საფეხური:
იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეცნობიერმა აღიაროს, თუ რამდენად საშიშია მისთვის ჭარბი წონა, ის უნდა შევაშინოთ. აი, როგორ ხდება ეს:
ადამიანის ცხოვრება შეიძლება დავყოთ 8 სფეროდ: 1. ჯანმრთელობა; 2. ფინანსები; 3. კარიერა; 4. ურთიერთობები (მეგობრები, ნათესავები); 5. ოჯახი; 6. სულიერება; 7. დასვენება, ჰობი; 8. პიროვნული განვითარება.
რა საშიშროება გველის თითოეულ სფეროში ჭარბი წონის დროს?
თანმიმდევრულად ვწერთ. მაგალითად, ავიღოთ ჯანმრთელობა. ვიწყებთ ასე: როდესაც მე ვიქნები ასეთი დიდი, მე გამიჭირდება სუნთქვა, შეიძლება დამეწყოს სულის ხუთვა და აგრძელებთ მანამ, სანამ ძალიან არ შეგეშინდებათ. ასე ყველა სფეროში. ნუ შეზღუდავთ თქვენს ფანტაზიას, კარგად შეშინდით. ეს ერთგვარი ტრიგერია, ქვეცნობიერის ჩამრთველი მექანიზმი.
გადავიდეთ მესამე საფეხურზე. პოზიტივი
რას მიიღებთ, როდესაც მიაღწევთ თქვენთვის სასურველ წონას?
ყველა სფეროში დეტალურად აღწერეთ, რას მიიღებთ. ჩართეთ ვიზუალური აღქმა: რას ხედავთ, რა გესმით, რას გრძნობთ, რა შეგრძნებები გეუფლებათ და ყველაფერი ეს აწმყო დროში.
მაგალითად, ავიღოთ სფერო "ოჯახი": ვარ ენერგიული, მომღიმარი, თავს მშვენივრად ვგრძნობ, ჩემი მეუღლე მეუბნება: მე ვამაყობ შენით, ჩემო ლამაზო. მაცვია ლამაზი კაბა და ერთად მივდივართ სასეირნოდ. მიხარია და მსიამოვნებს ყურადღება და ასე შემდეგ...
აიღეთ რვეული და ყველაფერი დეტალურად დაწერეთ. სინამდვილეში ეს ქვეცნობიერთან მუშაობის ძალიან ძლიერი ტექნიკაა. დატვირთეთ თითოეული სფერო ემოციით.
კიდევ ერთი ნიუანსი:
როგორ დავსახოთ მიზანი. დაასახელეთ თქვენთვის სასურველი წონა და დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს. თუ რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლათ, ე. ი. ქვეცნობიერი ყველანაირად შეგიშლით ხელს. თანდათან დაასახელეთ ის წონა, რომელიც თქვენთვის კომფორტული იქნება. ეს შეეხება მიზნის მიღწევის საბოლოო ვადასაც.
არ ჩაიციკლოთ! გაიაზრეთ, მიიღეთ ეს შედეგი, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი რეალურ დროში და დაივიწყეთ.
თითოეულ სფეროში წერას ვიწყებთ ამ ფრაზით: მე ვარ ( ) კგ ...(ჩამოთვლით, რას აკეთებთ ამ დროს, რას გრძნობთ, ხედავთ და ა.შ.).
შემდეგ სტატიებში გადავალთ კვებაზე.
გაგრძელება იქნება
იხილეთ ასევე: მკითხველის ბლოგი - "4 თვის განმავლობაში მე 16 კილოგრამი დავიკელი"