რაც დრო გადის, ავტოანტიკვარების რაოდენობაც იზრდება. მაგრამ მაინც: რომელი კლასიკური ავტომობილებია გამორჩეული?
იხილეთ ფოტოგალერეა
ქვემოთ ნახავთ ფოტოგალერეას, სადაც იმ 40 მანქანას მოვუყარეთ თავი, რომლებმაც, ჩვენი აზრით, ავტოინდუსტრიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. თუკი თქვენი აზრი ჩვენსას არ ემთხვევა, სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს ვერსიებს.
ჩვენ გვიყვარს ავტომობილები, განსაკუთრებით, ძველები - ცხადია! მაგრამ რატომ? რატომ უნდა გიყვარდეს ტექნიკა, რომელიც დაძველებულია და მოსავლელი?
ჩვენ ეს ვიცით და თქვენც გეცოდინებათ: იმიტომ, რომ თანამედროვე ავტომობილი, მართალია, კარგი, კომფორტული და მაღალტექნოლოგიური მეგზურია, მაგრამ ბევრი მათგანი არაა სახასიათო! ბევრი მათგანი არ აღვიძებს ისეთ ემოციებს, როგორსაც კლასიკური მანქანები აღვიძებენ. თუ თქვენთვის ერთხელ მაინც უთქვამს მეგობარ გოგონას, ან შენი მანქანა, ან მეო, ესე იგი, თქვენც ავტომოყვარული ხართ. ავტომოყვარულებს კი ეს 40 მანქანა აუცილებლად უნდა უყვარდეთ!
იხილეთ ფოტოგალერეა