სერიიდან "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული"
"წიგნში 250-ზე მეტი გავრცელებული დაავადებაა აღწერილი, რომელზეც საქართველოს წამყვანმა ექიმებმა იმუშავეს".
ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ყველაფერთან ერთად, მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაცაა, რომელიც საზოგადოების განვითარების ძირითად პირობას წარმოადგენს. მართალია, ადამიანურ ფასეულობათა იერარქიაში ჯანმრთელობა პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ხშირად ჩვენთვის საცხოვრებელი გარემოს მოწყობა, სანუკვარი ავტომობილის შეძენა თუ სხვა მატერიალური მიზნები გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე ექიმთან დროული ვიზიტი. ეს "სენი" განსაკუთრებით ქართველებისთვისაა დამახასიათებელი, რასაც ობიექტური სოციალური მიზეზები აქვს.
ალბათ, ბევრი თქვენგანი ხშირად სხვადასხვა დაავადებაზე, ვირუსებსა თუ სხვა სამედიცინო საკითხებზე ინფორმაციის "ამოკრეფას" ინტერნეტიდან ცდილობს. მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, მაგრამ იმ ვებგვერდების, რომლებიც კონკრეტულად სამედიცინო მიმართულების არ არის, სამედიცინო რჩევებს არასოდეს ვითვალისწინებ. მიზეზიც მარტივია - ხშირად სხვადასხვა ვებგვერდზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა განთავსებული, რის გამოც საბოლოო არჩევანის გაკეთება რთულია. საკითხავია, რომელი მათგანი შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს? ამიტომ შესაძლოა, საბედისწერო შეცდომაც კი დაუშვათ.
მით უმეტეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. ასე რომ, ადამიანის ანატომიასა და დაავადებებზე ინფორმაციის მისაღებად, სამედიცინო ინტერნეტ თუ ბეჭდვითი ჟურნალების გარდა, სანდოა და რეკომენდებული სამედიცინო ლიტერატურა... თანაც, კაცობრიობას თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ფასეულობები ბევრჯერ გადაუფასებია, მაგრამ რაღაც საოცარი ძალის წყალობით, ადამიანის ყოფაში წიგნები ცხოვრებისეულ მნიშვნელობას დღემდე არ კარგავს.
რა არის ეს საოცარი ძალა, რაც წიგნებს ყველაფრისგან გამოარჩევს? მაღალფარდოვნად თუ ვიტყვით, ეს არის ძალა აზრის უკვდავებისა. უფრო მარტივად კი, წიგნი მკითხველს ფიქრის, ძიების, აღმოჩენისა და წაკითხულის გააზრების შესაძლებლობას აძლევს, ამ ფუფუნებას კი, თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებელს ვერასოდეს შეუქმნის.
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ცოტა ხნის წინ მკითხველებს გრანდიოზული პროექტი - "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" შესთავაზა. პირველი ტომი, "სიბრძნის ენციკლოპედია" მაისში გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდა.
ამჯერად გამომცემლობა უნივერსალური ათეულიდან მეორე ტომს, "დიდ საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიას" გთავაზობთ.
იხილეთ სტატია სრულად